„ციტომ“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღისადმი ცნობიერების ამაღლებაში წვლილის შესატანად სამედიცინო ცენტრ „ციტოში“ ორშაბათს მისულ პაციენტებს დღის სიმბოლო – ჭრელი წინდები გადაეცათ, რითაც კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, რომ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განვითარების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

ამასთან, ჩვენი პაციენტების სახელით წინდების ღირებულება დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განვითარებისა და განათლების პროგრამაში 7+ გადავრიცხეთ.

მედიცინისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობია, რა იწვევს ადამიანის უჯრედებში დამატებითი, 21-ე ქრომოსომის არსებობას, თუმცა სამედიცინო საზოგადოება თანხმდება, რომ ეს გენეტიკური მდგომარეობა „დაავადება“ არ არის. ამ დღეს და დანარჩენი 364 დღის მანძილზე, მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენგანის როლი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის სრულფასოვანი, თანაბარუფლებიანი გარემოს შექმნაში.

#ციტოზრუნავს #ჩვენვაკავშირებთ

Leave a reply