ნანა გელაძე – სამედიცინო ცენტრი ციტო

მოკლე აღწერა

სპეციალობა: ბავშვთა ნევროლოგი
მომსახურებები:
  • ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა
კლინიკა: ფალიაშვილის ქ. #40

განათლება:

1971 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი

სამუშაო გამოცდილება:

  • 1969–1971წწ. თეთრიწყაროს რაიონის საავადმყოფოს ნევროლოგ–ორდინატორი;
  • 1971–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სან. ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი;
  • 1980–1992წწ. ასისტენტი;
  • 1992 წლიდან კათედრის დოცენტი;
  • ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია;
  • არის პროფ. გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ნერვული განყოფილების კურატორი და ამავე კლინიკის კარდიორევმატოლოგიური და ენდოკრინოლოგიური განყოფილების კონსულტანტი. ექიმი–ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი;
  • 1984 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა – „ფენობარბიტალის ზოგიერთი ფარმაკოდინამიკური თავისებურებები ეპილეფსიის მკურნალობის დროს ბავშვებში“;
  • თბილისის ნევროლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი;
  • აკადემიკოს პ. ქავთარაძის სახელობის საქართველოს ნევროლოგთა ასოციაციის წევრი;
  • ევროპის ნევროლოგთა საზოგადოების კორპორაციული წევრი;
  • ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის წევრი;
  • ს. ყიფშიძის სახ. ნევროლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი;
  • საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციის წევრი;
  • საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაციის „100 ქართველი ქალის“ წევრი.