Disclaimer – სამედიცინო ცენტრი ციტო

დისტანციური სამედიცინო მომსახურების წინამდებარე პლათფორმა განკუთვნილია სამედიცინო კონსულტაციისთვის და არ მოიცავს გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ან სიცოცხლისთვის აშკარა საფრთხის მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მიგაჩნიათ რომ საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღება, გთხოვთ დაუკავშირდეთ სპეციალურ ცხელ ხაზს – 112.

 

თითოეული სამედიცინო მოსაზრება / რჩევა / დანიშნულება / დიაგნოზი / მკურნალობა / მომსახურება დაფუძნებული იქნება თქვენ მიერ სამედიცინო პერსონალისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისრულეზე, ჭეშმარიტებაზე და თქვენს გულწრფელობაზე მათ შორის და არა მხოლოდ – ამა თუ იმ სიმპტომების, სამედიცინო ჩვენების, სამედიცინო ისტორიის, სამედიცინო ჩარევის, მიღებული მკურნალობის, მედიკამენტის თუ სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

 

წინამდებარე სამედიცინო მომსახურება გაწეული იქნება აუდიო-ვიდეო კავშირისს მეშვეობით, რაც თავის მხრივ წარმოადგენს დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას და გამორიცხავს სამედიცინო პერსონალის უშუალო / ფიზიკურ შეხებას მომსახურების მიმღებ პირთან. სამედიცინო მომსახურების მსვლელობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვადასხვა ფაქტორებმა მათ შორის კომუნიკაციის საშუალების გამართულობამ და ტექნიკურმა უზრუნველყოფამ.

 

გთხოვთ გადაწყვეტილება მიიღოთ აღნიშნული ფორმატის თავისებურების გათვალისწინებით და გააცნობიეროთ ის რისკი, რომ აღნიშნულ ფორმატში გაწეული სამედიცინო მომსახურება შესაძლოა არ იყოს იმავე სიზუსტისა მქონე რა სიზუსტეც დაცული იქნებოდა სამედიცინო მომსახურების სამედიცინო ცენტრ ციტოში პაციენტის ფიზიკური მისვლისა და სტანდარტული მომსახურების მიღების შემთხვევაში.

 

დისტანციური სამედიცინო მომსახურების შედეგების მეტი სიზუსტით გადამოწმებისთვის შესაძლოა მოგეცეთ რეკომენდაცია მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას და ადგილზე მისვლით მიიღოთ სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული რეკომენდაცია თავის მხრივ გამომდინარე იქნება სამედიცინო მომსახურების მსვლელობისას სამედიცინო პერსონალის მიერ გაკეთებული შეფასებიდან / მისი მოსაზრებიდან და შესასრულებლად იქნება სავალდებულო.