თუ კოვიდინფიცირებული ხართ – ეს უნდა იცოდეთ

გარდა სამედიცინო ხასიათის კითხვებისა, კოვიდინფიცირებულებს, ბუნებრივია ტექნიკური ხასიათის კითხვებიც უჩნდებათ. ჩვენ თავი მოვუყარეთ ყველაზე ხშირად დასმული კითხვებს და გთავაზობთ მათზე პასუხებს.

თუ სიმპტომები აშკარაა, თუმცა სწრაფი ტესტი უარყოფითს აჩვენებს, ვენდო თუ არა?

ანტიგენის სწრაფი ტესტის დადებითი პასუხი გადამოწმებას არ საჭიროებს, ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გადაამოწმეთ უფრო მაღალი სენსიტიურობის, ოქროს სტანდარტად აღიარებული, PCR (პჯრ) კვლევით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტესტირების დრო.
სწრაფი ტესტის შემტხვევაში კონტაქტიდან მე-8, ხოლო სიმპტომების გამოვლენიდან მე-3 დღე ითვლება ოპტიმალურ ვადად.
ხოლო PCR ტესტირების შემთხვევაში, „ციტოს“ საშუალება აქვს საკვლევ მასალაში მაღალი მგრძნობელობით გამოავლინოს ვირუსი და სიმპტომების გამოვლენისთანავე აჩვენოს სწორი შედეგი.
ტესტიებისთვის შეგიძლიათ სახლში გამოიძახოთ „ციტოს“ ლაბორატორიის გუნდი და პასუხი 8-24 საათში მიიღოთ.

რომელი დღიდან იწყება იზოლაციის ათვლა?

პროტოკოლის მიხედვით, კოვიდ-დადებითი პასუხის დადასტურებიდან იწყება თქვენი იზოლაციის ათვლა.

რომელი დღიდან არ ვარ გადამდები?

საერთაშორისო პროტოკოლის მიხედვით, სიმტპომიანი 8 და 2 უსიმპტომო დღის შემდგომ პაციენტი არ არის გადამდები, თუმცა რჩება იზოლაციაში.

რომელი კვლევები უნდა გავიკეთო კოვიდ-19-ით ინფიცირებისას?

პროტოკოლის მიხედვით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით პაციენტი იტარებს შემდეგ კვლევებს: კოაგულოგრამა, D დიმერი, C რეაქტიული ცილა და სისხლის საერთო ანალიზი, თუმცა ინფექციის მიმდინარეობისა და გართულების შესაბამისად შესაძლებელია დაინიშნოს დამატებითი ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული კვლევები.

რამდენ ხანს უნდა დავრჩეთ იზოლაციაში?

 სიმპტომიანი პაციენტის შემთხვევაში მკურნალობა დასრულებულია, თუ იზოლაციიდან გასულია მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე;

თუ დაავადება მიმდინარეობდა სრულიად უსიმპტომოდ, პაციენტი 10 დღე იმყოფება იზოლაციაში და მე-11 დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან. ორივე შემთხვევაში გამოჯანმრთელებას ადასტურებს მკურნალი ოჯახის ექიმი;

რა დროის მანძილზე უნდა იყვნენ ჩემი კონტაქტები იზოლაციაში?

კონტაქტები იზოლაციაში რჩებიან ინფიცირებულთან კონტაქტიდან 12 დღის მანძილზე.

ვინ შეიძლება ჩაითვალოს ჩემს კონტაქტად?

ადამიანები, ვისთანაც კონტაქტი სიმპტომის გამოვლენამდე ორი დღის მანძილზე გქონდათ. ვისთანაც იმყოფებოდით 1 მეტრზე ნაკლებ დისტანციაზე 15 წუთზე მეტი დროით. ოჯახის წევრები და თანამშრომლები, რომელთან ერთადაც დახურულ სივრცეში დაჰყავით დრო და იყენებდით საერთო სველ წერტილებს.

ვარ თუ არა გადამდები მაშინ, როცა სიმპტომი არ აღმენიშნება?

უსიმპტომო პაციენტები ვირუსს ავრცელებენ, თუმცა დაბალი ინტენსივობით.

საჭიროა თუ არა ჩავიტარო დამატებითი ლაბორატორიული ან ინსტრუმენტული კვლევები?

აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს თქვენი კოვიდ-ექიმი.

შესაძლებელია თუ არა, რომ სიმპტომების ნაწილი გამყვეს გამოჯანმრთელების შემდგომ?

პაციენტთა უმრავლესობა, გამოჯანრთელების შემდგომაც უჩივის მსუბუქ ხველას, სურდოს, თავის ტკივილს, სხეულის ტემპერატურას 37-ის ფარგლებში. ეს სავსებით ნორმალურია, თუმცა საჭიროებს თერაპევტის ინფორმირებას.

Leave a reply