ის, რაც უნდა ვიცოდეთ – COVID-19 – სამედიცინო ცენტრი ციტო

სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ მიერ შეიქმნა COVID-19-ზე ტესტირების ონლაინ-დაჯავშნის უსაფრთხო და მარტივი ვებგვერდი.

საიტზე მონიშნეთ კორონავირუსის სადეტექციო PCR ან ანტიგენის სწრაფი ტესტი, მიუთითეთ პაციენტის რაოდენობა და თქვენი ზუსტი მისამართი. „ციტოს“ მობილური ლაბორატორია თქვენთვის მოსახერხებელ დროს ადგილზე მოგაკითხავთ და გატესტვიდან 8 საათში მოგაწვდით პასუხს.

ონლაინ დაჯავშნით PCR ტესტის ღირებულება ბინაზე მომსახურებით – 99₾, ხოლო სწრაფი ტესტი – 45₾.

ეწვიეთ საიტს: www.covcheck.ge 

ახალი რეალობა „ციტოში“

პანდემიის პირობებში, ახალი რეგულაციების გატარება და უსაფრთხოების ნორმების დანერგვა მთავარ გამოწვევად იქცა სამედიცინო ცენტრებისთვის.

სამედიცინო ცენტრმა „ციტომ“, პანდემიის საწყის ეტაპზევე გადადგა ეფექტური ნაბიჯები და სრულად დანერგა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო გაიდლაინებით გათვალისწინებული პროცედურები.

უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვის პარალელურად, „ციტომ“ სამედიცინო სერვისებზე შეუზღუდავი წვდომისათვის პაციენტებს შესთავაზა ექიმთან ვიზიტის ინოვაციური მეთოდი – ონლაინ კონსულტაცია ექიმის ვირტუალურ კაბინეტში.

ტესტირება კორონავირუსზე

  • „ციტომ“ გაატარა კორონავირუსის კვლევისთვის აუცილებელი ცვლილებები. სრულად განახლდა მოლეკულური დიაგნოსტირების ლაბორატორია და გაიზარდა ექიმ-ლაბორანტთა გუნდი. შეიქმნა დამატებით 2 მობილური ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის ტესტირებას, ოქროს სტანდარტად აღიარებული PCR მეთოდით, ადგილზე გამოძახების საფუძველზე ასრულებს.საექსტრაქციო და სადეტექციო კიტებმა, სინჯარებმა და სანიმუშე ატრიბუტიკამ, რომელიც მოგვეწოდება ჩვენი ფრანგი და გერმანელი პარტნიორებისგან, გაიარა კორონატესტირებისთვის საჭირო ვალიდაცია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ. ტესტირება ხორციელდება ამერიკული CDC-ის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით, რაც პროცედურის სანდოობისა და ეფექტურობის უტყუარი დასტურია.„ციტოს“ აქვს რესურსი, გაზრდილი მომართვიანობის შემთხვევაში, გამოყოს ექსპრესლაბორატორია, რომელშიც კორონავირუსის დასადგენი ტესტირება შესრულდება უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.

COVID-19-ის PCR ტესტირება

„ციტო“ გთავაზობთ COVID-19-ის ტესტირებას PCR მეთოდით.

კოვიდტესტირება შესაძლებელია მობილური ჯგუფის ადგილზე გამოძახებით, ასევე შემდეგ მისამართებზე:

  • დ. არაყიშვილის ქ. #2
  • ქეთევან წამებულის #64/66 (დროებით დაკეტილია).
კვლევის ღირებულება განისაზღვრება პასუხის გაცემის დროის მიხედვით:
8 სთ. – 99₾ (ბინაზე. – 130₾)
2 სთ. – 450₾.
 
რეგიონის ლაბ ექსპრესებში – 130₾,
2 ან მეტი პირის გატესტვის შემთხვევაში – ადგილზე 110₾.
ტესტის პასუხი გაიცემა ქარტულ და ინგლისურ ენაზე.
ტესტირებაზე აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.
დაგვიკავშირდით: (032) 2 29 06 71

COVID-19-ის სწრაფი ტესტი

„ციტო“ გთავაზობთ COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტს ნაკლები დისკომფორტით.

ტესტირებისას, საკვლევი მასალა გროვდება ცხვირის ნესტოდან და ჩხირი არ გადადის ცხვირ-ხახის არეში, რის გამოც, განსაკუთრებით მოსახერხებელია ბავშვებისთვის.

პასუხი ცნობილია 15-30 წუთში.
სწრაფი ტესტი შექმნილია Abbott-ის მიერ და ავტორიზებულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ.

კოვიდტესტირება შესაძლებელია მობილური ჯგუფის ადგილზე გამოძახებით, ასევე შემდეგ მისამართებზე:

  • დ. არაყიშვილის ქ. #2
  • ქეთევან წამებულის #64/66

კვლევის ღირებულება 45₾.

დაგვიკავშირდით: (032) 2 29 06 71

COVID-19-ის კვლევა ანტისხეულებზე

„ციტო“ გთავაზობთ  SARS-CoV-2 ანტისხეულების რაოდენობრივ კვლევას სისხლში. მეორე გენერაციის ტესტი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს Spike პროტეინის S1 სუბ-ერთეულის RBD (რეცეპტორის შემბოჭველი დომენის) მანეიტრალიზებელი IgG.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი.
კვლევის ღირებულება 80₾.
ტესტირება ტარდება FDA-ს მიერ ავტორიზებული, Abbot-ის წარმოების კიტებით.

რა უნდა იცოდეთ მობილური ჯგუფის გამოძახებისას?!

კორონავირუსის ნებისმიერი მეთოდით ტესტირების დასაჯავშნად დარეკეთ „ციტოს“ ცხელ ხაზზე ( 032)2 29 06 71 და ჩვენი ოპერატორი ჩაინიშნავს თქვენს მისამართსა და საკონტაქტო მონაცემებს, რის საფუძველზეც ოფიციალურად გაფორმდება გამოძახება.

  • მობილური ჯგუფი ადგილზე გამოცხადდება ტესტირებისთვის შესაბამისი აღჭურვილობით.
  • ჯგუფი სპეციალურ აღჭურვილობას ირგებს დანიშნულების ადგილას, ზღურბლის გადაკვეთამდე.
  • სინჯის აღების შემდგომ, ეპიდემიოლოგი ტოვებს გამოძახების ადგილს და გამოყენებულ ნივთებს ათავსებს ერთჯერად პარკში.
  • PCR ტესტის პასუხი სურვილისამებრ, იგზავნება ელექტრონული ფოსტის საშუალებით ან გადმოგეცემათ ნაბეჭდი ვერსია ორ ენაზე (ინგლისურად და ქართულად) არაუგვიანეს 24 საათისა.

გახსოვდეთ, კორონავირუსული ინფექციის საწყის ეტაპზე აღმოჩენით, თქვენ იცავთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ გარშემომყოფების უსაფრთხოებასაც.

ის, რაც უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის შესახებ

რა არის კორონავირუსი?

კორონავირუსი (COVID-19) არის კორონავირუსის ახალი შტამი, რომლით ადამიანთა დაავადების პირველი შემთხვევა 2019 წელს ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

  • CO – შემოკლებით კორონა (CORONA)
  • VI – ვირუსი (VIRUS)
  • D – დაავადება (DISEASE)
  • 19 – 2019 წლის ახალი კორონავირუსი

ჯანმრთელობის ექსპერტების შეშფოთებას იწვევს ახალი ვირუსის შესახებ მწირი ინფორმაცია. ცნობილია რამდენიმე ფაქტი, მათ შორის ის, რომ ახალი კორონავირუსი განეკუთვნება იმავე ჯგუფს, რომელსაც „მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის“ (SARS) გამომწვევი. განსაკუთრებით საფრთხილოა ეს ვირუსი მისი მოქმედების ხასიათიდან გამომდინარე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) 2020 წლის 11 მარტს ოფიციალურად გამოაცხადა კორონავირუსის პანდემია 2019-2020.

როგორ ვრცელდება ახალი კორონა ვირუსი?!

  • წვეთოვანი გზით, ხველით, ცემინებით, საუბრისას;
  • თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებით;
  • დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით, შეხება, ხელის ჩამორთმევით.

ვინ წარმოადგენს ახალი კორონავირუსის განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს?!

ცალსახაა, რომ კოვიდ-19 გავრცელების ტემპი მზარდია. მის რისკ-ჯგუფს შესაძლოა ნებისმიერი პირი წარმოადგენდეს, თუმცა ჯანმო გამოყოფს ორ ჯგუფს, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. ეს გახლავთ, 60 წელს გადაცილებული პირები და გულსისხლძარღვთა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები.

რა არის ახალი კორონა ვირუსის სიმპტომები?!

 COVID-19-ის სიპტომები მიმსგავსებულია პნევმონიის და მწვავე რესპირატორული დაავადების სიმპტომებთან:

  • ცხელება;
  • ხველება (მათ შორის, მეტად დამახასიათებელია, მშრალი ხველა);
  • ტკივილი გულ-მკერდის არეში;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ფილტვების ანთება.

რა დროა საჭირო COVID-19-ის სიმპტომების გამოსავლენად?!

უმეტესად, კორონავირუსული დაავადების სიმპტომები ვლინდება ინფიცირებიდან 5-6 დღის მანძილზე, თუმცა შესაძლოა გამოვლიდეს 1-დან 14 დღემდე პერიოდში.

რამდენ ხანს ძლებს ვირუსი მყარ ზედაპირზე?!

ახალი კორონავირუსის გავრცელების გზა წვეთოვანია. თუ დაინფიცირებული ადამიანის საუბრისას, ხველისას ან ცემინებისას გავრცელებული წვეთი მოხვდება მყარ ზედაპირზე, შესაძლოა, ეს გახდეს გავრცელების წყარო. COVID-19 ვირუსი 72 საათამდე ძლებს პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე, 24 საათამდე სპილენძზე და 4 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში – მუყაოზე.

სწორედ ამიტომ, პრევენციისთვის, აუცილებელია ხშირად გაწმინდოთ თქვენი სამუშაო სივრცე სპირტის შემცველი ან სპეციალური სადეზინფექციო სითხით.

როგორ დავიცვათ თავი ახალი კორონა ვირუსისგან?!

ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად საჭიროა, მიჰყვეთ გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების პრევენციის ზოგად რეკომენდაციებს:

  • აიცერით;
  • დაიბანეთ ხელები საპნით, ხშირად და გულდასმით (განსაკუთრებით: დახველებისა და დაცემინების შემდეგ, საჭმლის გაკეთების ან მიღების წინ, საპირფარეშოთი სარგებლობამდე და შემდგომ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ყოფნამდე და შემდგომ);
  • თუკი ხელის დაბანის საშუალება არ გაქვთ, დაიმუშავეთ სპირტის 70%-იანი შემცველობის ჰიგიენური გელით;
  • ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს ხელით;
  • მოერიდეთ დაავადებულ, ან სურდოსა და გრიპის სიმპტომატიკის მქონე ადამიანებთან კონტაქტს;
  • დაცემინების ან დახველებისას აიფარეთ მოხრილი იდაყვი ან ერთჯერადი ხელსახოცი ცხვირისა და პირის არეზე. გამოყენებული ხელსახოცი მოათავსეთ ნაგვის ურნაში;
  • დაიცავით დისტანცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ატარეთ სამედიცინო ნიღაბი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ-გვერდზე – www.ncdn.ge