COVID-19-ის ანტისხეულების რაოდენობრივი კვლევა „ციტოში“

სამედიცინო ცენტრ „ციტოში “ სიახლეა! ჩვენ გთავაზობთ SARS-CoV-2 ანტისხეულების რაოდენობრივ კვლევას სისხლში! მეორე გენერაციის ტესტი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს Spike პროტეინის S1 სუბ-ერთეულის RBD (რეცეპტორის შემბოჭველი დომენის) მანეიტრალიზებელი IgG. ანალიზის საკვლევი მასალაა ვენური სისხლი და თბილისში ჩაბარებული მასალის შემთხვევაში პასუხი იმავე დღეს გაიცემა, ხოლო რეგიონის ლაბ ექსპრესებში ჩაბარებული მასალის პასუხი პაციენტებს მომდევნო დღეს ეცნობებათ. ტესტირება ტარდება FDA-ს მიერ ავტორიზებული, Abbot-ის წარმოების კიტებით და მისი ღირებულებაა 80 ₾.

Leave a reply