ონლაინ კონსულტაცია – პაციენტის კითხვები

1. რას გულისხმობს ექიმთან ონლაინ-კონსულტაციის სერვისი?!

სამედიცინო ცენტრ „ციტოს” მიზანია, აქციოს ჯანმრთელობაზე ზრუნვა – ჩვევად. ჩვენი სამედიცინო სერვისები მოქნილობა და ხელმისაწვდომობა როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფი ადამიანისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური კოვიდპანდემიის პერიოდში გახდა.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, 2020 წლის გაზაფხულიდან გავაციფრულეთ „ციტოს“ ექიმებთან კონსულტაცია და პაციენტებს მივეცით საშუალება, დაეგეგმათ ვიზიტი სხვადასხვა პროფილის ექიმის ვირტუალურ კაბინეტში.

„ციტოს“ საიტზე დარეგისტრირებისა და სასურველი სერვისის დაჯავშნის შემდგომ, პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია ონლაინ.

2. როგორ შეიძლება აღნიშნული მომსახურების მიღება?!

პროცედურა ძალიან მარტივია და მისი შესრულება შეუძლია ნებისმიერი დონის კომპიუტერული უნარების მქონე ადამიანს. აუცილებელია შეხვიდეთ „ციტოს“ რეგისტრაციის გვერდზე https://cito.ge/registration/  და შექმნათ თქვენი პროფილი. რეგისტრაციის დასადასტურებლად საჭიროა, შეიყვანოთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიღებული ერთჯერადი კოდი; შემდეგ გადახვიდეთ ველში – ონლაინ კონსულტაცია და აირჩიოთ სასურველი სპეციალისტი, რის შემდეგაც ცხრილში გადახედავთ თქვენთვის და ექიმისთვის მოსახერხებელ დროს და ჩანიშნავთ შეხვედრას სასურველ ფორმატში.

3. ღირებულება და გადახდის პირობები.

„ციტოს“ ექიმებთან ონლაინ-კონსულტაციის ღირებულებაა 60₾.

საფასურის გადახდა ხდება ჯავშნის გაფორმების ბოლო საფეხურზე. ტრანზაქციის შესრულება შესაძლებელია ვიზა/მასტერქარდის ნებისმიერი ბანკის ბარათით.

4. ჯავშნის დადასტურება.

ყველა პროცედურის დასრულების შემდგომ, დასტური პაციენტს ეგზავნება რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მითითებულ მობილურ ტელეფონზე.

5. ჩანიშნული ვიზიტის გადადება

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი გადაწყვეტს, გააუქმოს ონლაინ დაჯავშნილი კონსულტაცია, დაუკავშირდება ქოლცენტრს (0322290671) ან გაგზავნის ელექტრონულ წერილს მისამართზე: citoonline@cito.ge.

საკითხი ეცნობება ფინანსურ განყოფილებას და მოხდება თანხის დაბრუნება პაციენტისთვის.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Leave a reply