ციტოს ისტორია – სამედიცინო ცენტრი ციტო

ჩვენი ისტორია

ნათია შავდიამ დააფუძნა „ციტო“ – პირველი კლინიკური ლაბორატორია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით და რეგიონში პირველად, საქართველოში შემოიტანა მსოფლიო ლიდერი ბიოტექნოლოგიური ფირმის „bioMerieux“ მიერ წარმოებული პროდუქცია: თანამედროვე ანალიზატორები, ულტრა სენსიტიური და სპეციფიური ტესტ-სისტემები.

დაარსდა სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ ბიბლიოთეკა. გამოიცა სახელმძღვანელო „კლინიკური ბაქტერიოლოგია“ ექიმებისა და ლაბორატორიული მედიცინის წარმომადგენლებისათვის კლინიკურ ბაქტერიოლოგიაში ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის მარიკა კერესელიძის ავტორობით.

დაარსდა „ციტოს“ შვილობილი კომპანია „პრიმა მედი“ – ფრანგული ბიოტექნოლოგიური ფირმის „bioMerieux“-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ პირველი კლინიკური ლაბორატორიაა, რომელსაც მიენიჭა ხარისხის მართვის საერთშორისო სერტიფიკატი ISO9001- 2000 ბიურო ვერიტაზის (Bureau Veritas) მიერ. 2008 (ISO 9001-2008), 2011 და 2014 წლებში „ციტომ“ გაიარა რესერტიფიცირების პროცესი.

სამედიცინო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა მიკრობიოლოგიური ტესტირების ლაბორატორია – შპს „CITO2“, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კვების პროდუქტების, წყლის, ფარმაცევტული და კოსმეტიკური ნაწარმის მიკრობიოლოგიურ ტესტირებას.

სამედიცინო ცენტრმა „ციტომ“ შეიცვალა ადგილმდებაროება (მის: ფალიაშვილის ქ. #40) და გარდაიქმნა პოლიპროფილურ, დასავლური ტიპის დღის ამბულატორიად, ე.წ. Outpatient clinic-ად.

გაიხსნა სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ პედიატრიული ცენტრი „ციტო ბეიბი“.

სამედიცინო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა „ციტო კონსალტინგ ჯგუფი“ – კლინიკური ლაბორატორიების საკონსულტაციო სამსახური (აკრედიტაცია-სერტიფიცირების საკითხებში).

შეიქმნა საინფორმაციო სამსახური „ციტო ნიუსი“ – ლაბორატორიული მედიცინის სიახლეები, ახალი ლაბორატორიული ტესტები და ტექნოლოგიები, მათი გამოყენების აქტუალობა და მნიშვნელობა კლინიკურ პრაქტიკაში.

გაიხსნა სატელიტი ასაღები პუნქტები საქართველოს დიდ ქალაქებში: სენაკი და ზუგდიდი.

სატელიტი ასაღები პუნქტები გაიხსნა ქ. გორში, ქ. ხაშურში და ქ. ბათუმში.

განახლდა ტექნოლოგიური ბაზა კლინიკური იმუნოლოგიის დაპარტამენტში VIDAS PC– ფრანგული ბიოტექნოლოგიური ფირმა „bioMerieux” 80-მდე პარამეტრის განსაზღვრის შესაძლებლობა იმუნოლოგიურ და იმუნოქიმიურ მიმართულებას.

განახლდა ტექნოლოგიური ბაზა, კლინიკური ბაქტერიული დეპარტამენტი Bact/Alert ® 3D ფრანგული ფირმის „bioMerieux”.