„ციტომ“ შობა-ახალი წელი ქველმოქმედებით აღნიშნა

საახალწლოდ სურვილები აუცილებლად უნდა ხდებოდეს.

#ციტოზრუნავს არა მხოლოდ პაციენტების ჯანმრთელობაზე, არამედ აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში – მათზე, ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. „ციტო“ მოხუცებულთა პანსიონატს „ჩემი ოჯახი“ ესტუმრა და მათივე სურვილების გათვალისწინებით, იქ მცხოვრებ თითოეულ ხანდაზმულს სამედიცინო ნივთები, წნევის საზომი ელექტრო და მექანიკური აპარატები, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებები გადასცა.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან, გიორგი კეკელიძესთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ოჯახებს პირველადი მოხმარების საგნები და სურსათ-სანოვაგე გადავეცით.

სოციალური პასუხისმგებლობის წილი, რომელსაც სამედიცინო ცენტრი „ციტო“ მუდმივად იღებს თავის თავზე, უფრო მეტი შემართებით და მასშტაბით გააგრძელდება 2021 წელს.

Leave a reply