
ქრონიკული ვენური უკმარისობა
დილით ადრე იღვიძებთ, დილის სასამოვნო შხაპის შემდეგ თავს ენერგიულად გრძნობთ, დღის განრიგიც საკმაოდ დატვირთულია, რამდენიმე საქმიანი შეხვედრა. მოწესრიგებული უნდა იყოთ. მაკიაჟი, თმის ვარცხნილობა, კორექტული ტანსაცმელი, კლასიკური ფეხსაცმელი, მაღალ ქუსლებზე. მთელი დღის განმავლობაში საქმიან იმიჯს ინარჩუნებთ. შეხვედრები წარმატებულია, თიოეული მათგანი სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში გრძელდება. თქვენი მისაღები ოთახიდან გასვლასაც ვერ ახერხებთ. ტონუს მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებთ, თუმცა დილის პირველი ნახევარში თავს ბევრად ენერგიულად გრძნობდით, დღის ბოლოს კი დაღლილობა თავს იჩენს. სახლში მანქანით ბრუნდებით და მისვლისთანავე დუნდებით. საშინელი სიმძიმის შეგრძნება გაქვთ ქვედა კიდურებში, ტკივილს და საშინელ სიმხურვალეს გრძნობთ. თქვენი პირველი ქმედება –კლასიკური ფეხსაცმელს კარადაში ღრმად ინახავთ და სახლის ფეხსაცმელში მორგებული სავარძლისკენ მიდიხართ. მცირე ხნით ჰორიზონტალურ მდგომარობაში ისვენებთ და თანდათანობით გრძნობთ, რომ ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება მცირდება, თანდათანობით ქრება და თქვენც თავისუფლდებით.
ქრონიკული ვენური უკმარისობა თავისი გავრცელებით და სოციალური მნიშვნელობით მედიცინის ერთერთ მნიშვნელოვან პროლემას წარმოადგენს. . ქრონიკული ვენური უკმარისობა ეს არის დაავადება გამოწვეული ქვედა კიდურების ვენების დაზიანებული ან/და სუსტი სარქველბის არსებობით, რომელთა საშუალებითაც ნორმის პირობებში ვენებში სისხლი გადადინდება ქვედა კიდურებიდან გულის მიმართულებით. დეფექტური ან დაზიანებული სარქვლების არსებობის პირობებში სისხლის გულისკენ გადადინების გაძნელებისას, სისხლი გადანწილდება სხვა ვენებში და რიგ შემთხვევებში სითხე ქვედა კიდურების ქსოვილებშიც გადადის, რაც ქვედა კიდურების შეშუპებით ვლინდება.
ქრონიკურლი ვენური უკამრისობის განვითარების რისკ ფაქტორები:
• მემკვიდრეობითი;
• ასაკოვანი ცვლილბები;
• არააქტიური ცხოვრების წესი;
• სიმსუქნე;
• დისჰორმონალური მდგომარობა;
• ორსულობა;
• შაქრიანი დიაბეტი;
• გულის დაავადებები;
ქრონიკურლი ვენური უკამრისობის ძირითადი სიმპტომები:
• ქვედა კიდურების შეშუპება;
• სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი განსაკუთრებით ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის დროს;
• სიმხურვალის შეგრძნება;
• ვენურუი პათოლოგიისთვის დამახასიათებელი კანის ცვლილებები (პიგემნტაცია, ინდურაცია, ეგზემა ლიპოდერმატოსკლეროზი)
• კანის ცვლილებები შეხორცებული და შეუხორცეული წყლულით.
• ტელენაგიექტაზიები (პატარა ვენები), რეტიკულარულარული ვარიკოზი(საშუალო ვენები). ვარიკოზული ვენები (დიდი ვენები);
• ტკივილი;
ქვემო კიდრუების ქრონიკული უკმარისობის დროს პაციენტეს გამოკვლვევის არაინვაზიური მეთოდები:
• კლინიკური გასინჯვა პროფესიონალი ანგიოლოგის მიერ;
• ვენური სისტემის დოლეროგრაფია (კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის გამოკვლვევის ძირითადი სკრინინგ მეთოდი);
• ვენური სისტემის ექოდუპლექსსკენირება (პრობლემის ლოკალიზაციისა და მორფოლოგიის გავრცელების დასადგენად);
• ვენური პლეტიზმოგრაფია (გამოკვლევის დამატებითი მეთოდი)
• საჭიროების შემხვევაში მიკორცირკულაციის გამოკვლვეა (ნაჩვენებია მხოლოდ ზოგიერთ პაციენტში, ძირითადად სანეცნიერო კვლევის მიზნით)
რჩევები და რეკომენდაციები
აუიცლებლად მიაკუთხეთ პროფესიონალ ანგიოლოგს., რომელიც ანამნეზის შეკრებითა და ლაბორატოირული და ინსტრუმენტული გამოკვლვევის საფუძველზე შეიმუშავებს ინდივიდუალურად თქვენთვის მკურნალობის კურსს. ჩაიტარეთ ექიმის მიერ დანიშნული ლაბორატოირული და ინსტრუმენტული გამოკვლვები მხოლოდ პროფესიონლებთან. დაიცავით ექიმი-ანგიოლოგის მიერ მოცემული დღის რეჟიმი და ინსტრუქტაჟი. მიიღეთ მხოლოდ მის მიერ დანიშნული მედიკამენტები. კომპრესიული ტრიკოტაჟის (ელასტიური წინდები) არჩევა მიანდეთ თქვენს ექიმს. აირჩიეტ მხოლოდ ხარისხიანი ელასტიური წინდები. ნუ დაზოგავთ ფულს. ეს თქვენ ჯანრთელობას ეხება და თქვენთვის ქალბატონებო სილამაზის საწინდარია.
თქვენ კი ექიმის რჩევების პარალელურად, შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესი. ყოველდღიურად დღეში ოთხჯერ ქვედა კიდურები მოათავსეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში 10-15 წუთის განმალობაში. სასურველია თუ ღამე ქვედა კიდურებს პატარა ბალიშზე (საწოლიდან ოდნავ შემღლებულ ადგილზე) მოათავსებთ.
თუ სამუშაო დღის განმვლობაში დიდხანს გიწევთ ჯდომა პერიოდულად ადექით , გაისეირნეთ. ჩაატარეთ რამდენიმეწუთიანი ვარჯიში : მოხარეთ და გაშალეთ ფეხები მუხლის სახსარში.
გაანებივრეთ საკუთარი თავი და კვირაში რამდენიმე დღეE ესტუმრეთ საცურაო აუზს. საღამოობით ისერინეთ, ისერინეტ მხოლოდ სიამოვნებისატვის, თავს ნუ გადაღლით. ქვედა კიდურებზე მიიღეტ ყოველდღიური წყლის აბაზანები. სასურველია კონტრასტული შხაპიც. აანებეთ თავი თამბქატოს. გაწყხებთ ზედმეტი წონა ? სასწრაფიდ გადადით დიეტაზე. მოერიდეთ ცხიმიან, მაღალკალორიულ საკვებს, პრობლემის არსებობისას აარჩიეტ სწორი ფეხსაცმელი. არ იფიქროთ, რომ ლამაზი ფეხსაცმელი გასაზღვრავს თქვენს სილამაზეს. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი ფეხისათვის საჭირო, მოსახერხებელი ფეხსაცმელი განსაზღვრავს თქვენს მიხდენილ სიარულს და თქევნს გუნება განწყობილებას. დაიმახსოვრეთ, რომ დროული და ეფექტური მკურნალობა და თქვენი მხრიდან ჩატარებული გამამხნევებლი პრევენციული ქმედებები შეინარჩუნებს თქვენს ქვედა კიდურებს ჯანმრთელობას, მოხდენილობას და სილამაზეს.
Leave a reply