„ციტო“ აღდგომას ქველმოქმედებით ხვდება

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად ზრუნავს ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და გვერდით უდგას მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

წელს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 ოჯახს ვეწვიეთ:

დევნილობაში მყოფი ოჯახი, ხანდაზმული ბებია, რომელიც დაობლებულ შვილიშვილს ზრდის, შეზღუდული რესურსის მქონე მრავალშვილიანი დედა – რეალობა, რომელიც თითოეული ოჯახის ზღურბლს მიღმა  დაგვხვდა, საკმაოდ მძიმეა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ სურსათ-სანოვაგე, რომელიც გადავეცით, მათ სადღესასწაულო განწყობას აამაღლებს!

„ციტო“ ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ სოციალურ კორპორაციულ პასუხისმგებლობას სხვადასხვა მიმართულებით.

Leave a reply