C ჰეპატიტი

ჰეპატიტი C დღევანდელი დღის აქტუალური პრობლემა. დიაგნოზის დასმის შემდეგ სხვადასხვა ემოციური რეაქცია: უიმედობა, მომავლის შიში, დეპრესია, გარბაზება, ხანდახან გაბოროტებაც კი. გარშემომყოფთა რეაქციაც განსახვავებულია: შეცოდების გრძნობა, აღელვება, შიში თქვენს ჯანმრთელობაზე, შიში  საკუთარ თავზე (განსაკუთრებით იმ პირებში, ვინც სრულყოფილად არ არის ინფორმირებული  ამ დაავადების შესახებ) თქვენი მისამართით ისმება კითხვები: თავს როგორ გრძნობ? რა მიზეზით დაავადდი? და ა.შ. ეს კიდევ უფრო ამძიმებს თქვენს ემოციურ მდგომაროებას.

 გახსოვედეთ ჰეპატიტი C განაჩენი არ არის. დიაგნოზის აფიშირება თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ კორექტული ნაბიჯები უნდა გადადგათ. პირველ რიგში მიაკითხოთ პროფესსიონალ ექიმს, გააცნობიეროთ თქვენი მდგომარეობა, შეისწავლოთ თქვენი დაავადება, მისი გადაცემის ყველა შესაძლო გზა, შეცვალოთ ცხოვრების წესი. თქვენ კორექტული უნდა იყოთ არამარტო თქვენი თავის მიმართ, არამედ საზოგადოების მიმართაც. თქვენ გაქვთ უფლება საზოგადოებაში ფართოდ არ განაცხადოთ დაავადების არსებობის შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს არ გაუფრთხილდეთ მის წევრებს (თქვენ იცით ჰეპატიტი C გადაცემის გზები, კორექტული ნაბიჯებით თქვენ დაიცავთ გარშემო მყოფთ)

რა არის ჰეპატიტის C, როგორ ვრცელდება, რა სიმპტომები ახასიათებს, როგორ დავიცვათ თავი, რა ლაბორატორიული გამოკვლვები ტარდება. როგორ ვიცხოვროთ ამ დაავადებით, როგორია დაავადების გავრცელების სიხშირე ქალებსა და მამაკაცებში?

ჰეპატიტი C ღვიძლის დაავადებაა, რომელსაც იწვევს C ჰეპატიტის ვირუსი. გავცელებულია მთელ მსოფლიოში ავადდებიან ქალებიც და მამაკაცებიც. ძირითადად “ჩუმი” დაავადებაა და მიმდინარეობს ყოველგვარი კლინიკური სიმპტომის გარეშე. პაციენტი გაოცებულიც კი რჩება ლაბორატორიული კვლევის შედეგით და ითხოვს დაზუსტებას და გადამეორებას.  ხშირად დაავადებას თან სდევს ზოგადი კლინიკური ნიშნები: საერთო სისუსტე, გრიპის მსგავსი სიმპტომები, დისკომფორტი მუცლის არეში, დეპრესია, უხასიათობა, ზოგადი აღგზნებადობა.  ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები იმდენად ზოგადია, რომ არ არის აუცილებელი მკითხველი ამ ნიშნების საკუთარ თავში აღმოჩენისას პანიკამ მოიცვას.

ვინ უნდა ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოკვლვები:

პირებმა ვინც ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლია ან ყოფილა რამდენიმე წლის წინ. პირებმა ვისაც დასჭირდა სისხლის გადასხმის პროცედურა 1987 წლამდე

პირებმა ვინც მოგვიანებით გაიგეს, რომ მათ გადაესხათ  სისხლი ინფიცირებული პირისაგან

ხანგძლივი დროით დიალიზზე მყოფმა პაცინტებმა

პირებმა, რომლებსაც ღვიძლის დაავადების სიპმტომები აქვთ (მაგ ღვიძლის ფერმენტების პათოლოგიური მაჩვენებლები)

ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პირებმა, ვისაც კონტაქტი აქვთ სისხლთან და/ან მის პროდუქტებთან

პირებმა, რომლებსაც რამდენიმე შემთხევევითი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ

პირებმა, რომლის სქესობრივი პარტნიორი ინფიცირებულია C ჰეპატიტის ვირუსით

* ინფიცირებული დედის ახალშობლებში C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმის მიზნით  18 თვემდე ნუ ჩავატარებთ ლაბორატორიულ გამოკვლევას: ანტი HCV –  ანტისხეულების განსაზღვრა C ჰეპატიტი ვირუსის მიმართ, რადგანაც ამ პერიოდის განამავლობაში ბავშვის ორგანიზმში ცირკულირებს ინფიცირებული დედის ანტისხეულები.  თუ ამ პერიოდში დიაგნოზის დასმა აუცილებელია მაშინ 1-2 თვის ასაკში უმჯობესია ჩატარდეს C ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ის დეტექცია  და შედეგის მიღების შემდეგ ლაბორატორიული კვლვეა უნდა განმეორდეს რამდენიმე თვის შემდეგ.

გახსოვდეთ, რომ ჰეპატიტი C არ გადადის ხველებით, კოცნით, გადახვევით, შეხებით, ერთ ოთახში ყოფნით და რაც მთავარია არ გადადის მეგობრობით!

რა გზით შეიძლება დაავადდეთ C ჰეპატიტით

•           თქვენ ხართ ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელი (რისკი დიდია, ხშირად ნარკოტიკის მიღებისას მომხმარებლები ხმარობენ ერთი და იგივე შპრიცს და ნემს. თუ რომელიმე მათგანი დაავადებულია ჰეპატიტით, იგი ხდება სხვა მომხმარებლის დაავადების წყარო)

•           თქვენ გადმოგესხათ შეუმოწმებელი სისხლი ან გადმოგენერგათ ინფიცირებული დონორის ორგანო

•           თქვენ ხართ ჯამრთელობის დაცვის თანამშრომელი (ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორატორიის თანამშრომელი) და შემთხვევითი შეხება გქონდათ დაინფიცირებულ საგანთან (შემთხვევით შეგერჭოთ დაინფიცირებული ნემსი)

•           ინფიცირებული დედიდან შვილზე განსაკუთრებით კი მშობიარობის პროცესში, როდესაც დედის სისხლი შესაძლებელია მოხვდეს შვილის ორგანიზმში.

•           ძუძუთი კვების პერიოდში მაქსიმალურად დაიმუშავეთ ძუძუს თავი, ნახეთქების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ვირუსის გადაცემა.

•           თქვენ გაქვთ რამდენიმე შემთხევევით პარტნიორთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტები (პრეზერვატივის გარეშე)

•           გაქვთ დაუცველი სქესობრივი (პრეზერვატივის გარეშე) კონტაქტი ინფიცირებულ პარტნიორთან

•           თქვენ ხშირად აკითხავთ სილამაზის სალონს და იკეთებთ მანიპულაციებს (პედიკური, მანიკური, ტატუირება), სადაც არ ხდება ინსტრუმენტების სტერილიზაცია დადგენილი ნორმების და წესების მიხედვით. გახსოვდეთ რომ ინსტრუმენტების მხოლოდ გამდინარე წყალში გარეხცვა და სპირტით დამუშავება არ არის საკმირისი ვირუსის ლიკვიდაციისთვის

•           თქვენ ხშირად აკითხავთ ისეთ სამედიცინო დაწესებულებებს,  სადაც არ ხდება ერთჯერადი საშუალებების გამოყენება (სკარიფიკატორი, შპრიცი და ა.შ), ან არ ხდება სამანიპულაციო საშულებების სტერილიზაცია აუცილებელი წესების მიხედვით.

გახოვდეთ რომ თქვენი ჯანმრთელობა პრიმატია, მიაკითხეთ  მხოლოდ პროფესიონალებს.

•           სხვისი პირადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებების მოხმარება (კბილის ჯაგრისი, მაკრატელი, საპარსი და ა.შ.)

რა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლვები არსებობს

არსებობს  ვირუსის ლაბორატორიული კვლევით  დეტექციის რამდენიმე მეთოდი

ანტი-HCV ანტისხეულების სკრინინგული გამოკვლევა იმუნოფერმენტული მეთოდით

(ანტისხეულების დეტექცია იმუნოფერმენტული მეთოდით ლაბორატორიული კვლევის პირველი საფეხურია). თუ თქვენ მიიღეთ დადებითი პასუხი, საჭიროა დიაგნოზის კონფირმაცია და ვირუსის აგრესიულობის და მკურნალობის მონიტორინგი არა იგივე მეთოდით, არამედ უფრო სენსიტიური მეთოდების გამოყენებით: რეკომბინანტული იმუნობლოტინგი და კიდევ უფრო რთული ტექნოლოგია C-ჰეპატიტის RMN-ის თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა

გახსოვდეთ, რომ ლაბორატორიული ტესტირება უნდა ჩაიტაროთ მხოლოდ პროფესიონალებთან ლაბორატორიაში სადაც გამოიყენება  მხოლოდ თანამედროვე ტექნოლგიები,  ახალი თაობის ლაბორატორიული ანალიზოტორები, ულტრასენსიტიური და მაღალსპფეციფიური ტესტ-სისტემები, რამეთუ ცრუ დადებითი ან ცრუ უარყოფითი პასუხის მიღება განსაზღვრას არამარტო თქვენს ჯანმრთელობას, არამედ გარშემომყოფთა ჯანრთელობასაც (განსაკუთრებით კი თქვენი ახლობლების: მეუღლე, შვილები)

ენდეთ მხოლოდ პროფესიონალებს, ნუ გადაუხვევთ მკურნალი ექიმის მიერ შემუშავებულ მკურნალობის სქემას, თვითნებურად ნუ ჩაიტარებთ მკურნალობას ჟურნალ გაზეთებში წაკითხული ინფორმაციით. იცხოვრეთ მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

Leave a reply