5 ფაქტი ანემიაზე

1️⃣ განვითარების მიზეზისა და პათოგენეზის მიხედვით ანემიის 400-მდე ფორმას ვხვდებით.

2️⃣ მათგან ყველაზე გავრცელებულია რკინადეფიციტური ანემია, რაც ჰემოგლობინის დეფიციტს განაპირობებს, რის შედეგადაც უჯრედების ჟანგბადით მომარაგება ფერხდება.

3️⃣ რკინადეფიციტური ანემია ვითარდება მაშინ, როცა ორგანიზმი ხარჯავს მეტ რკინას, ვიდრე მიეწოდება. მაგალითად დიეტა, შიმშილი და ძლიერი სისხლდენა შესაძლოა მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს. სწორედ ამიტომ მკურნალობის პროცესში ბალანსის აღდგენა ხდება როგორც მედიკამენტებით თუ ვიტამინებით, ასევე რკინით მდიდარი საკვები რაციონით.

4️⃣ ანემიის სიმპტომები სხვადასხვა სახის არის. მაგალითად, პაციენტებს აღენიშნებათ: მალე დაღლა, ფერის დაკარგვა, სისუსტე, თავის ტკივილი, სიცივის გაძლიერებული შეგრძნება და სხვა.

5️⃣ ხშირად, ანემია თავს იჩენს ორსულობაში, რადგან ამ დროს 20-30% მეტი სისხლის გამომუშავება ხდება, რათა მიეწოდოს ნაყოფს. თუმცა მეორე და მესამე ტრიმესტრში, ჰემოგლობინის დონის შენარჩუნება განსაკუთრებით რთულია. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატიკაზე დაყრდნობით, ორსულების 40%-ს აწუხებთ ანემია.

„ციტო“ გთავაზობთ რკინადეფიციტური ანემიის პროფილის კვლევას, რომელშიც შედის შემდეგი ანალიზები: რკინა, ფერიტინი, ტრანსფერინი და სისხლის საერთო ანალიზი. აუცილებელია ანემიის დროული აღმოჩენა და სათანადო მკურნალობა.

აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!

Leave a reply