რკინადეფიციტური ანემიის პროფილის კვლევა „ციტოში“

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ მორიგ სიახლეს გთავაზობთ. თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩაიტაროთ კვლევა რკინადეფიციტური ანემიის პროფილზე, რომელშიც შედის შემდეგი ანალიზები: რკინა, ფერიტინი, ტრანსფერინი და სისხლის საერთო.
პროფილის ღირებულებაა 120 ლარი.

ანემიას სისხლში ჰემოგლობინის ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება იწვევს. დაავადების მრავალი ფორმა არსებობს და მათი ნაწილი სრულიად შეუმჩნევლად, ნაწილი კი გამოხატული დაღლილობით, ფერის დაკარგვით, შრომისუნარიანობისა და კონცეტრაციის შესუსტებით მიმდინარეობს.

ყველაზე გავრცელებული ფორმა რკინადეფიციტური ანემიაა. ამ დროს ორგანიზმში იკლებს რკინის რაოდენობა, რაც უარყოფითად აისახება კუნთებისა და ტვინის მუშაობაზე. ყველაზე ხშირად, დეფიციტი ზამთარში და გაზაფხულის საწყის თვეში იჩენს თავს, მაშინ როცა საკვები პროდუქტი ვიტამინებით ღარიბია. აუცილებელია ანემიის დროული აღმოჩენა და სათანადო მკურნალობა.

აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!

Leave a reply