ალცჰაიმერთან საბრძოლველად ახალ, ეფექტურ მედიკამენტს გამოიყენებენ
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სააგენტომ, FDA-მ (სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ) მიმდინარე წლის 7 ივნისს ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო პირველი პრეპარატი, Aduhelm (aducanumab) დაამტკიცა.
Biogen-ის აღნიშნული პრეპარატი ანტისხეულების მეშვეობით თრგუნავს და აქრობს ცილას და ბეტა-ამელოიდს. მიუხედავად იმისა, რომ ბეტა-ამელოიდი ცილის მიკროსკოპული ფრაგმენტია, სწორედ ის არის პასუხისმგებელი პაციენტების ტვინის კოგნიტური და ფუნქციური მუშაობის დაქვეითებაზე. აქამდე არსებული და გამოყენებული პრეპარატები ალცჰაიმერს მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობდა.
შეუქცევადი, პროგრესირებადი, ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადება, ალცჰაიმერი ან დემენციის გამომწვევი სხვა დაავადება მსოფლიოში 44 მილიონ ადამიანს აწუხებს და უქვეითებს ცხოვრების ხარისხსს.
აღნიშნული პათოლოგიის სიმპტომატიკა შესაძლოა მოიცავდეს კოგნიტურ, ბიჰევიორულ, ორიენტაციისა და შეცნობის პრობლემებს, მათ შორის: მეტყველების გართულებას, მოკლევადიან მახსოვრობას ან მეხსიერების დაკარგვას, დეორიენტაციას, ქცევითი საკითხების გართულებას და სხვა პრობლემებს.
Aduhelm არის 2003 წლის შემდგომ დამტკიცებული პირველი პრეპარატი, რომელსაც ალცჰაიმერის სამკურნალოდ გამოიყენებენ.
სხვა, ადრე არსებული მედიკამენტებისგან თვისობრივად განსხვავდება, რომლით მკურნალობის ტაქტიკაც დაავადების ფუნდამენტური პათოფსიქოლოგიაზეა მიმართული. პრეპარატის გვერდით მოვლენებს შორის აღნიშნულია ვიზუალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ამილოიდის (ARIA) მიერ არის პროვოცირებული. ამ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ტვინის გარკვეული უბნების დროებითი შესიება, რომელიც მალე გაიწოვება.
მკურნალობის პერიოდში პაციენტს უმეტესად აწუხებს: თავის ტკივილი, გონების არევა, მეხსიერების პრობლემები, მხედველობის გაუარესება და სხვა. თუმცა რიგ შემთხვევებში, თერაპიას არ ახლავს გვერდითი მოვლენები და დისკომფორტი.
„სააგენტომ დაასკვნა, რომ ალცჰაიმერით დაავადებულთათვის Aduhelm-ის სარგებელი აღემატება თერაპიის რისკებს“ – ნათქვამია FDA-ს განცხადებაში.
Leave a reply