„ციტოს“ Sars Cov 2-ის (COVID-19) ტესტირების საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა

სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია Covid-19 ინფექციის გამომწვევი Sars Cov 2 ვირუსის პჯრ (PCR) მეთოდით კვლევის მიმართულებითაც მიიღო.

Ansi National Accreditation Board-ის გარე აუდიტის ფარგლებში ყოველწიური შეფასება დასრულდა და „ციტოს“ ლაბორატორიული კვლევების სამსახურმა წარმატებით გაიარა „ISO 15189:2012/15: სამედიცინო ლაბორატორიები – მოთხოვნები ხარისხისა და კომპეტენციის აუდიტის ფარგლებში არცერთი შეუსაბამობა არ გამოვლენილა.

სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ ლაბორატორია პირველი  ქართული კერძო ლაბორატორიაა, რომელიც საერთაშორისო აკრედიტაციას ფლობს 2016 წლიდან.

„აღსანიშნავია, რომ ქართული მარეგულირებელი ორგანო არ გვავალდებულებს საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას და სამედიცინო ცენტრის მიერ ნებაყოფლობით ტარდება, რათა სამუშაო პროცესი, ტექნოლოგიური საჭიროებები და ლაბორატორიის სტანდარტები შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან. საერთაშორისო აკრედიტაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „ციტოს“ მაღალ სანდოობას.

ციტოს მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია ერთადერთია კერძო ლაბორატორიებს შორის საქართველოში, რომელსაც Covid-19-ის კვლევაზე PCR მეთოდით აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია,“- განაცხადა სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ გენერალურმა მენეჯერმა, გიორგი სალდაძემ.

Ansi National Accreditation Board გახლავთ აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაცია, სრულად სუბსიდირებული American National Standards Institute (ANSI) მიერ. სწორედ ეს განაპირობებს მის მაღალ სანდოობასა და საქმიანობის მასშტაბს. ჯამში 75 ქვეყნის, 2,500 ორგანიზაციასთან მუშაობის ფარგლებში, ANAB ერთ-ერთი უმსხვილესი მულტი-დისციპლინარული აკრედიტაციის ორგანოა მსოფლიოში.

Leave a reply