რჩევები განწყობებზე

ყველა ჩვენგანს უოცნებია დასვენების გაგრძლებაზე, დილით სამსახურის ნაცვლად ისევ ზღვის ნაპირზე წოლაზე.

სწორედ მაშინ, როდესაც უკვე მზად გვაქვს მთელი კვირის გეგმა, სადაც ყოველი წუთი გათვლილი და დაკავებულია, არის რაიმე ხერხი, რომ ზაფხულის დადებითი ემოციები და განწყობა გავიხანგრძლივოთ? რა თქმა უნდა არის თუ ჩვენი მკითხველი მოჰყვება ჩვენს რჩევებს

1.         იგრძენით თავი ახალგაზრდად!

      არდადეგების დამთვარების შემდეგ იმდენი პრობლემა (ძველი და ახალი) გვატყდება, რომ თავი 100 წლის გვგონია. სულ რაღაც ერთი კვირის წინ კი თინეიჯერული იდეები გვაწუხდება და თავსაც ახალგაზრდულად ვგრძნობდით. ჩვენი ორგანიზმი ეს ის მანქანაა, რომლის საჭეც ჩვენს ხელშია. ნუ დაკარგავთ არდადეგების დროს აკრეფილ სიჩქარეს. Nნუ დაამუხრუჭებთ, პირიქით  ეცადეთ აკრეფილი სიჩქარით რაც შეიძლება დიდხანს იაროთ.

2. დაიწყეთ ნელნელა!

ყველამ ვიცით და ვგრძნობთ, რომ ზღვის ნაპირზე წოლისას ჩვენში ვიკრეფთ მზის, ზღვის მიერ მოცემულ ენერგიას და სწორედ სამუშაოზე გასვლა ჩათვალეთ პოზიტიურ  მომენტად, როდესაც გეძლევათ საშუალება ეს მიღებული ჭარბი ენერგია დავხარჯოთ, მაგრამ ყურადღება! დაიწყეთ ხარჯვა ნ ე ლ ნ ე ლ ა! არ არის საჭირო პირველი კვირა დატვირთოთ შეხვედრებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებით. Nნელნელა  აკრიფეთ სიჩქარე, რომ მიღებული მუხტი პირველ დღეებშივე არ დაკარგოთ.

3.         განეწყვეთ დადებითად!

როგორც დილა, რომელიც იწყება ცუდი ამინდის პროგნოზით, ან უარყოფითი ემოციებით,  განაპირობებს შემდეგ დაძაბულ და დატვირთულ დღეს, ხოლო მხიარული მუსიკის ქვეშ გაღვიძება უკვე გვმატებს ძალებს ნებისმიერი სირთულის დასაძლევად, ასევე კარგი, სასიამოვნო დასვენება შეგვინარჩუნებს დადებითი განწყობას მთელი სამუშაო წლის განმავლობაში. ნუ დააჯერებთ თქვენს თავს, რომ ო, დასვენებას ელოდებით მთელი წელი. ის კი ასე ჩქარა სწრაფად გაფრინდა და აი უკვე ისევ დაიწყო ყოველდღიური პრობლემები. პირიქით! დასვენება უკან გვაქვს, მაგრამ წინ არის საინტერესო დღეები, შეხვედრები და ჩვენი გეგმების ასრულება, რაშიც სწორედ დასვენების დროს მიღებული ენერგია მოგვეხმარება

4.         შეინარჩუნეთ ზაფხულის სურნელი!

   დასვენების დადებითი ზემოქმედების ერთერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის სუნის შეგრძნების შესუსტება, მაგ. იმ სურენლისაგან გათავისუფლება, რაც ყოველდღე გვხვდება ავტომანქანაში, მტვრიან ქუჩაში გამოსვლისას, სამსახურში (სიგარეტის, კონდიციონერის, პრინტერის) და ა.შ.

ცნობილია, რომ ყნოსვა  პირდაპირ არის დაკავშირებული ტვინის აქტივობასან  და როდესაც ყნოსვას ვასვენებთ, ასევე ვასვენებთ ტვინის უჯრედებსაც! ამიტომ, შეეცადეთ შეინარჩუნოთ ზაფხულის სურნელი –იხმარეთ იგივე სუნამო, გამაგრილებელი და დამცავი მალამოები, გაუკეთეთ თქვენს ტვინს  ყნოსვითი “flash back”-ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს თქვენი ახალი შრომითი წლის დადებითად დაწყებას.

   5 მიირთვიით ზაფხულის საუზმე !

აგვისტოს საუზმე, მზე, წვენები, თაფლი, ახალი კრუასანი ან ცხელი შოთის პური, ახალი სულგუნი, დილის სასიამოვნო მუსიკა, ახალი გასართობი ჟურნალ გაზეთები. გააგრძელეთ იგივე სტილში. 15 წუთი ზედმეტი დილის საუზმე უკვე დადებითად დაგმუხტავთ  მთელი დღის განმავლობაში ამაღლებულ ხასიათზე დაგაყენებთ და ენერგიას შეგმატებთ

6.         აარიდეთ თავი სასწავლო  წლის დაწყებასთან დაკავშირებულ

არეულობას !

თუ არდადეგებზე წასვლის წინ არ გიზრუნვიათ წინასწარ თქვენი შვილების ჩანთებზე და წიგნებზე არ დაიძაბოთ! შეადგენით სია და მშვიდად, სიჩქარისა და სტრესის გარეშე, შეიძინეთ ყველაფერი ეტაპობრივად – ჯერ ის რაც აუცილებელია  პირველ კვირაში, შემდეგ კი ის წვრილმანები, რომლებიც ამ სიას გააგრძელებს. ეს საშუალებას მოგვცემს დაზოგოთ როგორც თქვენი ენერგია, ასევე თქვენი ფინანსები, ხოლო რეზულტატი გარანტირებული იქნება.

7.         ნუ ჩაეფლობით ძველ რიტმში !

თუ დასვენების დამთავრებისთანვე დაუბრუნდებით თქვენ ძველ რიტმს ისეთი შეგრძნება გაგიჩნდებათ, თითქოს არც კი ყოფილხართ შვებულებაში! გახსოვდეთ ეს არის არა დროის მოგება, არამედ თქვენი შინაგანი წონასწორების რაც შეიძლება ხანგრძლივად შენარჩუნება!

  8 შეიქმენით მოკლე არდადეგები!

მას შემდეგ რაც დასვენების დროს ჩევნი გონება და ფიქრები სავსე იყო ვარდისფერი ოპტიმისტური იდეებით, ძნელია უცბად დაეშვა მიწაზე და შეეჯახო ყოველდღიურ უკვე მობეზრებულ მაგრამ ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ პრობლემას, როგორიცაა ზოგადი მოტივაციის არქონა!

უამრავი მოსაბეზრებელი და ყოველდღიური რუტინული საქმე, უამრავი პრობლემა, რომელიც თქვენს გადაწყვეტას ელის. ამ დროს მიეცით თქვენს თავს უფლება ცოტა ხნით ისევ დაივიწყოთ ეს ყოველდღიურობა და გადით ახლობლებთან ერთად პიკნიკზე ან მთლიანად შაბათ-კვირას გაისეირნეთ ქალქაგაერთ. ინახულეთ მეგობარი, რომელიც წლის განმავლობაში არ გინახავთ. გაიგრძელთ ზაფხული კიდევ ორი დღით კვირაში. არ დაავიწყოთ თქვენს თვალებს უღრუბლო ცისფერი ცა, მწვანე ქედები და ოქროსფერი ველები.

  9  დაიწყეთ რომელიმე სპორტი!

ეს ჩვენი, ქართული საზოგადოების, მტკივნეული მომენტია. ყველა ვსაუბრობთ დიეტისა და სპორტის აუცილებლობაზე, მაგრამ ამით მთავრდება ყველაფერი. მთელი გასული წლის მანძილზე , ხომ ყოველ პირველ რიცხვში იწყებდით დიეტას  ან რომელიმე ფიტნესს კლუბში სიარულს. მაგრამ აი, ისე გავიდა მთელი წელი, რომ ეს მხოლოდ სიტყვებად დარჩა, არადა როგორ გვინდა  და მოგვწონს, როდესაც ვხვდებით სპორტულ ტანსაცმელში მორბენალს. ამიტომ სანამ გაქვთ ეს დადებითი მუხტი მიდით ახლო მდებარე სპორტულ დარბაზში (საბედნიეროდ ასეთები უკვე გაჩნდა თბილისში) ან აუზში, ჩაეწერეთ და დაიწყეთ – დაწყება ეს უკვე ნახევარი საქმეა!

  10  ნუ გადადებთ გვერდზე ზაფხულში დაწყებულ საინტერესო წიგნს!

პირიქით გააგრძელეთ (თუ რა თქმა უნდა თუ არ დაგიმთავრებიათ) ეს დაგეხმარებათ ზაფხულის ენერგიის შენარჩუნებაში.

  11  ნუ დაიწებთ ახალ შრომით წელს დიეტით!

ყოველდღიური სტრესის დაწყებასთან ერთად ნუ ჩააგდებთ ორგანიზმს უარეს სტრესში. ჩამოსთვლისთანავე ნუ დაიწყებთ დიეტას,  რამდენადაც ისედაც გრძელ დღეებთან დაკავშირებით ორგანიზმი ნაკლებად ისვენებს, ნაკლებად არის მზეზე, ქალაქში ჟანგაბდის ნაკლებობასაც განიცდის და უცბად მისი კვებით დიეტაზე გადაყვანით ნამდვბილად ხელს შეუწყობთ ზაფხულის მუხტის სწრაფად დაკარგავას. ასე, რომ დაიცადეთ და ჯერ შეაჩვიეთ თქვენი თავი ახალ მდგომარეობას და შემდეგ იფიქრეთ დიეტაზე და კალორიების დაკლებაზე. გარწმუნებთ უკეთეს შედეგების მიაღწევთ.

    12 იზარმაცეთ!

აიძულებთ თქვენს თავს ყოველი წვრილმანის შესრულებას, ნუ დაატანთ თავს ძალას იმდენად რომ ბოლოს ენერგიის და ძალის გარეშე დარჩეთ. მიეცით თავს უფლება – იზარმაცეთ! ერთხელ დაიგვიანეთ სამსახურში! შემდეგი კვირისათვის გადადეთ კრება ან ბიზნეს გეგმის ჩაბარება!   ეს მხოლოდ შეგმატებთ მოტივაციას მომავლში და შედეგებიც ბევრად უკეთესი იქნება, ასე რომ გაიგრძელეთ ზაფხული! რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნეთ დადებითი მუხტი, ენერგია და კარგი ხასიათი

Leave a reply