ჩვენ შესახებ – სამედიცინო ცენტრი ციტო

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ 1997 წელს, სამედიცინო ლაბორატორიული ქსელების ფრანგული მოდელით შეიქმნა. მისი მიზანი იყო, საქართველოში დაენერგა სამედიცინო სფეროში არსებული, საერთაშორისო სტანდარტები, ამავდროულად მიეცა ქართველი ექიმებისთვის შესაძლებლობა, მაღალი ტექნოლოგიბის საშუალებით დაესვათ უტყუარი დიაგნოზი და დაეგეგმათ შესაბამისი მკურნალობა. სწორედ ზუსტი დიაგნოსტიკა და სანდოობაა ჩვენთვის პაციენტის ჯანმრთელობის მთავარი ალგორითმი.

  • საქართველოში პირველად, „ციტომ“ შემოიტანა ანალიზის ასაღები ერთჯერადი საშუალებები, ავტომატური ანალიზატორები და იმ დროისთვის მოწინავე სხვა ტექნოლოგიები.
  • გახსნის დღისათვის ლაბორატორიაში მუშაობდა 15, მაღალკვალიფიციური და თავის დარგში საუკეთესო სპეციალისტი, რომელთაც სპეციალური ტრეინინგები გაიარეს „როშისა“ და ,,bioMerieux”-ს სათაო ოფისებში.
  • ვთვლით, რომ ჩვენი ორგანიზაციული კულტურის მთავარ რგოლს კვალიფიციური კადრები წარმოადგენენ, ამიტომ ციტო მუდმივად ზრუნავს მათ გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე. დღეს ჩვენთან 200-მდე ასეთი სპეციალისტი მუშაობს, რაც მთავარ მიღწევად მიგვაჩნია თქვენი ჯანმრთელობის სადაჯაროზე.
  • გვჯერა, რომ კვალიფიციური კვლევები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ნებისმიერ წერტილში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ექსპრეს-ლაბორატორიები წარმოდგენილია 5 რეგიონში და იმედი გვაქვს, მალე მოვიცვავთ მთელს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს.
  • 24 წელია, სამედიცინო ცენტრი „ციტო“ ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს; ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში. პირველი დღიდან ნერგავს და მიყვება GLP სტანდარტებს. 2005 წლიდან  აქვს ISO 9001 აკრედიტაცია , ხოლო 2016 წლიდან კი ISO 15189 ANAB და დღემდე არის პირველი და ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული სამედიცინო ლაბორატორია საქართველოში.

დღეს „ციტო“ თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს რომელშიც ერთიანდება ჰემატოლოგია, კლინიკური ქიმია, იმუნოლოგია, მიკრობიოლოგია, მოლეკულური დიაგნოსტიკა, აპარატული კვლევების ფართო სპექტრი უახლესი აპარატურით (ულტრასონოგრაფია, რენტგენოგრაფია, დენსიტომეტირია), სრულყოფილად აღჭურვილი კარდიოლოგიური და ოფთალმოლოგიური კაბინეტი.

პაციენტებს სამედიცინო კონსულტაციას უწევენ ყველა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმები: კარდიოლოგი, ალერგოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ანგიოლოგი, პულმონოლოგი, გინეკოლოგი, რევმატოლოგი, ორთოპედი, პროქტოლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ინფექციონისტი, ფიზიოთერაპევტი.

სპეციალური სერტიფიკატის მქონე ექიმი, გოგი ლოლაშვილი უზრუნველყოფს საელჩოებისა და საკონსულოების სამედიცინო მომსახურებას, ასევე იმ პირების, ვინც სხვადასხვა მიმიზეზების გამო საზღვარგარეთ მიემგზავრებიან.

„ციტო“ მუდმივად თვალყურს ადევნებს მსოფლიოში დიაგნოსტიკური მედიცინის მიღწევებს და აქტიურად ნერგავს მსოფლიოში არსებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიდგომებს და საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილ ათივე ლოკაციაზე, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს.

ჩვენი მიღწევები

გამოკვლეული პათოგენები

გაწეული მომსახურება

ჩატარებული ანალიზი

გაცემული შედეგი

ჩვენი ისტორია

ნათია შავდიამ დააარსა „ციტო“ – პირველი კლინიკური ლაბორატორია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით და რეგიონში პირველად, საქართველოში შემოიტანა მსოფლიო ლიდერი ბიოტექნოლოგიური ფირმის „bioMerieux“ მიერ წარმოებული პროდუქცია: თანამედროვე ანალიზატორები, ულტრა სენსიტიური და სპეციფიური ტესტ-სისტემები.

დაარსდა სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ ბიბლიოთეკა. გამოიცა სახელმძღვანელო „კლინიკური ბაქტერიოლოგია“ ექიმებისა და ლაბორატორიული მედიცინის წარმომადგენლებისათვის კლინიკურ ბაქტერიოლოგიაში ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის მარიკა კერესელიძის ავტორობით.

დაარსდა „ციტოს“ შვილობილი კომპანია „პრიმა მედი“ – ფრანგული ბიოტექნოლოგიური ფირმის „bioMerieux“-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ პირველი კლინიკური ლაბორატორიაა, რომელსაც მიენიჭა ხარისხის მართვის საერთშორისო სერტიფიკატი ISO9001- 2000 ბიურო ვერიტაზის (Bureau Veritas) მიერ. 2008 (ISO 9001-2008), 2011 და 2014 წლებში „ციტომ“ გაიარა რესერტიფიცირების პროცესი.

სამედიცინო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა მიკრობიოლოგიური ტესტირების ლაბორატორია – შპს „CITO2“, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კვების პროდუქტების, წყლის, ფარმაცევტული და კოსმეტიკური ნაწარმის მიკრობიოლოგიურ ტესტირებას.

სამედიცინო ცენტრმა „ციტომ“ შეიცვალა ადგილმდებაროება (მის: ფალიაშვილის ქ. #40) და გარდაიქმნა პოლიპროფილურ, დასავლური ტიპის დღის ამბულატორიად, ე.წ. Outpatient clinic-ად.

გაიხსნა სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ პედიატრიული ცენტრი „ციტო ბეიბი“.

სამედიცინო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა „ციტო კონსალტინგ ჯგუფი“ – კლინიკური ლაბორატორიების საკონსულტაციო სამსახური (აკრედიტაცია-სერტიფიცირების საკითხებში).
შეიქმნა საინფორმაციო სამსახური „ციტო ნიუსი“ – ლაბორატორიული მედიცინის სიახლეები, ახალი ლაბორატორიული ტესტები და ტექნოლოგიები, მათი გამოყენების აქტუალობა და მნიშვნელობა კლინიკურ პრაქტიკაში.

გაიხსნა სატელიტი ასაღები პუნქტები საქართველოს დიდ ქალაქებში: სენაკი და ზუგდიდი.

სატელიტი ასაღები პუნქტები გაიხსნა ქ. გორში, ქ. ხაშურში და ქ. ბათუმში.

განახლდა ტექნოლოგიური ბაზა კლინიკური იმუნოლოგიის დაპარტამენტში VIDAS PC– ფრანგული ბიოტექნოლოგიური ფირმა „bioMerieux” 80-მდე პარამეტრის განსაზღვრის შესაძლებლობა იმუნოლოგიურ და იმუნოქიმიურ მიმართულებას.

განახლდა ტექნოლოგიური ბაზა, კლინიკური ბაქტერიული დეპარტამენტი Bact/Alert ® 3D ფრანგული ფირმის „bioMerieux”.