„ციტომ“ ბავშვთა დაცვის დღე წეროვანის დევნილთა დასახლებაში აღნიშნა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, წეროვანის დევნილთა დასახლებას „ციტოს“ პედიატრები, ნანა ტეფნაძე და თათული მეტრეველი, ასევე ბავშვთა ნერვოპათოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა გელაძე ესტუმრნენ და უფასო სამედიცინო კონსულტაციები გამართეს.

ექიმებმა მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა ასაკის ბავშვები მიიღეს, სამედიცინო კონსულტაცია გამართეს და სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებზე 50%-ანი ფასდაკლების ბარათები გადასცეს.

„ტრადიციისამებრ, „ციტო“ უფასო სამედიცინო კონსულტაციებს მარტავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამჯერად, წეროვანის დევნილთა დასახლება შევარჩიეთ. მოხარული ვარ, რომ დღის მანძილზე ბევრ ბავშვს აღმოვუჩინეთ საჭირო სამედიცინო შემოწმება და მშობლებს დეტალურად გავაცანით ჯანმრთელობაზე რეგულარულად ზრუნვის ჩვევები,“ – განაცხადა ცენტრის პედიატრმა, ნანა ტეფნაძემ.

სამედიცინო კონსულტაციები ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ადგილობრივი პოლიკლინიკის ხელშეწყობით გაიმართა. ამასთან, ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად, კონსულტაციაზე მოსულ პატარებს „ციტოსა“ და „ჭიტას“ ერთობლივი საჩუქრები გადავეცით.

Leave a reply