ხშირად დასმული კითხვები შინ გასაკეთებელ სწრაფ ტესტთან დაკავშირებით

1. არსებობდა თუ არა ეს პრაქტიკა აქამდე და რომელ დაავადებებთან მიმართებით ?!

დასავლურ ქვეყნებში, განსაკუთრებული წარმატებით არის დანერგილი შინ გასაკეთებელი ტესტები HIV, სექსუალური გზებით გადამდები სხვადასხვა ინფექციისა თუ ქრონიკული დაავადებების მონიტორინგისათვის, თუმცა მწარმოებლები, კიტების გამოყენების მეთოდები და ტესტის პასუხებზე რეაგირება – მკაცრად არის რეგულირებული. ტესტების უმეტესობა იყიდება ექიმის დანიშნულებით ან შესაბამისი რეცეპტით.

2. რამდენად სანდოდ მიიჩნევა მსგავსი ტიპის ტესტირება?!

ბრიტანული კვლევის მიხედვით, რომელსაც ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ატარებდნენ (British Journal of General Practice 2018) ირკვევა, რომ მსგავსი ტესტების პასუხები დაბალი სანდოობით გამოირჩევა. ფიქსირდება ცრუ-დადებითი და ცრუ-უარყოფითი პასუხები.

3. რამდენად რთულია კორონავირუსის ანტიგენის ტესტირება სახლის პირობებში ?!

კორონავირუსული ინფექციის ეფექტური დეტექციისთვის, აუცილებელია ცხვირ-ხახის არედან ნაცხის შეგროვება, რაც ხშირად დისკომფორტს წარმოადგენს პაციენტისთის მაშინაც კი, როცა ამას პროფესიონალი ექიმი აკეთებს. ამავდროულად აუცილებელია იმ სიღრმის ცოდნა, რა სიღრმეზეც აუცილებელია სვაბის (შემგროვებელი ჯოხის) ცხვირის ნესტოში მოთავსება. საჭიროა საიუველირო სიზუსტით მოქმედება, სვაბის (ჩხირის) დატრიალება და მასალის სადეტექციო ფირფიტაზე ინსტრუქციის მიხედვით მოთავსება. პაციენტს მოეთხოვება განსაკუთრებული სიფრთხილე და დაკვირვება.

4. გამოიყენება თუ არა კოვიდ-19 ის სადეტექციო, შინ გამოყენების ტესტები უცხოეთში?!

2020 წელს, შეიქმნა უამრავი სტარტაპი, რომელთაც დაიწყეს შინ გასაკეთებელი კიტების წარმოება. სხვადასხვა სამედიცინო კომპანიამ წარმატებით გაიარა ტესტირება და ჩაეშვა გაყიდვაში, თუმცა FDA-მ გააკეთა განცხადება, რომ სატესტო კიტების ნაწილი არ არის ავტორიზებული და არ არის რეკომენდებული მოხმარებისთვის. აღსანიშნავია, რომ მოცემულ ეტაპზე ავტორიზებულ ტესტებს შორის, უმეტესობა გაიცემა მხოლოდ ექიმის მოთხოვნით/მიმართვით.

5. ღირს თუ არა ტესტის გამოყენება?!

პასუხი ვერ იქნება ცალსახა. ეს დამოკიდებულია ტესტის შესრულების სიზუსტეზე. ამავდროულად, დიდია თავად პაციენტის პასუხისმგებლობა. დადებითი პასუხი, სასურველია გადამოწმდეს ლაბორატორიაში, შემდეგ კი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით დაიწყოს მკურნალობის პროცესი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

გამოყენებული წყაროები: www.mobilehealthnews.com, www.bjgp.org, www.mobilehealthnews.com

„ციტო” გთავაზობთ სადემონსტრაციო ინსტრუქციას თვითტესტირებისთვის:

Leave a reply