სამედიცინო ცენტრი ,,ციტო” დაარსდა 1997 წელს, როგორც ანალოგი  ფრანგული სამედიცინო ლაბორატორიული ანალიზების ქსელისა. ჩვენი მიზანი იყო საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შემოტანა და დანერგვა, რათა ქართველ ექიმებს მიეღოთ ის ზუსტი ინფორმაცია რომელიც საჭიროა სწორი დიაგნოზისა და მკურნალობისათვის. ამისათვის კი დავიწყეთ რამდენიმე მიმართულებით მუშაობა:

-,,ციტო’’ იყო პირველი ვინც საქართველოში შემოიტანა ერთჯერადი ასაღები საშუალებები, ავტომატური ანალიზატორები და იმ დროისათვის მოწინავე სხვა ტექნოლოგიები.

-,,ციტო’’-ში გახსნის დღისათვის მუშაობდა სულ 15 თანამშრომელი, ისინი ყველანი იყვნენ იმ დროისათვის დარგის საუკეთესო სპეციალისტები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ტრეინინგები ,,როშისა” და ,,bioMerieux”-ს სათაო ოფისებში. დაწყებული გახსნის დღიდან, ,,ციტო’’-ს პირველი საზრუნავი არის სწორედ მაღალი კვალიფიკაციის კადრები, მათი მუდმივი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, დღეს ,,ციტო’’-ში უკვე 200მდე ასეთი სპეციალისტი მუშაობს და ჩვენ ვამაყობთ ამით.

-საქართველოს უკვე 5 რეგიონში გახსნილია ,,ციტო’’-ს ექსპრეს ცენტრები, რათა კვალიფიციური კვლევები იყოს ხელმისაწვდომი თბილისის გარეთაც.

-უკვე 23 წელია ,,ციტო’’ უწყვეტად ემსახურება პაციენტებს, კლინიკებს. ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში. პირველი დღიდან ნერგავს და მიყვება GLP სტანდარტებს. 2005 წლიდან  აქვს ISO 9001 აკრედიტაცია , ხოლო 2016 წლიდან კი ISO 15189 ANAB და დღემდე არის პირველი და ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული სამედიცინო ლაბორატორია საქართველოში.

დღეს ,,ციტო” თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს რომელშიც ერთიანდება ჰემატოლოგია, კლინიკური ქიმია, იმუნოლოგია, მიკრობიოლოგია, მოლეკულური დიაგნოსტიკა, ულტრასონოგრაფია, რენტგენოგრაფია, დენსიტომეტირა, ეკგ,სტრეს ეკგ (24 საათიანი ეკგ და არტერიული წნევის მონიტორინგი).

  ყველა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს: კარდიოლოგი, ალერგოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ანგიოლოგი, პულმონოლოგი, გინეკოლოგი, რევმატოლოგი, ორთოპედი, პროქტოლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ინფექციონისტი, ვაქცინაცია, ფიზიოთერაპია. სპეციალური სერტიფიკატის მქონე ექიმი, გ. ლოლაშვილი უზრუნველყოფს საელჩოებისა და კონსულტანტების სამედიცინო მომსახურეობას, იმ პირებისათვის  ვინც სხვადასხვა მიმიზეზების გამო მიდიან საზღვარგარეთ.

,,ციტო’’ მუდმივად თვალყურს ადევნებს მსოფლიოში დიაგნოსტიკური მედიცინის მიღწევებს და ცდილობს დანერგოს ეს საერთაშორისო სტანდარტები თავის ყოველდღიურ საქმიანობაში.

სამედიცინო ცენტრი ,,ციტო“ს ძირითადი მისიაა საქართველოს მოსახლეობის ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, ამისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თორმეტ ლოკაციაზე.

ჩვენი მიღწევები

გამოკვლეული პათოგენები

გაწეული მომსახურება

ჩატარებული ანალიზი

გაცემული შედეგი

ჩვენი ისტორია

 

დაარსდა სამედიცინო ცენტრი “ციტო” დირექტორი ნ.შავდია – პირველი კლინიკური ლაბორატორია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოში შემოტანილ იქნა მსოფლიოში ლიდერად აღიარებული ფრანგული ბიოტექნოლოგიური ფირმის „bioMerieux” მიერ მოწოდებული პროდუქცია: თანამედროვე ანალიზატორები, ულტრა სენსიტიური და სპეციფიური ტესტ სისტემები ახალმა სისტემამ საშუალება მისცა მკურნალ ექიმს დროის მცირე მონაკვეთში მიეღო სარწმუნო ლაბორატორიული კვლევის შედეგები

დაარსდა სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ ბიბლიოთეკა. გამოიცა სახელმძღვანელო ექიმებისა და ლაბორატორიული მედიცინის წარმომადგენლებისათვის კლინიკურ ბაქტერიოლოგიაში: „კლინიკური ბაქტერიოლოგია“ ავტორი მ. კერესელიძე დაარსდა სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ შვილობილი კომპანია „პრიმა მედი ფრანგული ბიოტექნოლოგიური ფირმის „bioMerieux” ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.

სამედიცინო ცენტრი “ციტო” პირველი კლინიკური ლაბორატორიაა, რომელმაც მიიღო ხარისხის მართვის საერთშორისო სერტიფიკატი
ISO9001- 2000 ბიურო ვერიტაზის (Bureau Veritas) მიერ. 2008 (ISO 9001-2008), 2011 და 2014 წლებში ცენტრმა გაიარა რესერტიფიცირების პროცესი

სამედიცინო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა მიკრობიოლოგიური ტესტირების ლაბორატორია – შპს“CITO2”, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კვების პროდუქტების, წყლის, ფარმაცევტული და კოსმეტიკური ნაწარმის მიკრობიოლოგიურ ტესტირებას.

სამედიცინო ცენტრი “ციტო” იცვლის ადგილმდებაროებას (მისამართი ფალიაშვილის ქ. #40) და მომხმარებელს ხვდება ახალი სტატუსით – პოლიპროფილური, დასავლური ტიპის დღის ამბულატორია – “Out patient clinic

იხსნება სამედიცინო ცენტრის “ციტო” –ს ფილიალი – “ციტო ბეიბი” – პედიატრიული ცენტრი – ჩვენი ექიმები კურირებენ თქვენს პატარებს მუცლად ყოფნის პერიოდში, დაბადებისას და შემდეგ

სამედიცინო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა “ციტო კონსალტინგ ჯგუფი”-კლინიკური ლაბორატორიების საკონსულტაციო სამსახური (აკრედიტაცია – სერტიფიცირების საკითხებში)
შეიქმნა საინფორმაციო სამსახური „ციტო ნიუსი“ – ლაბორატორიული მედიცინის სიახლეები, ახალი ლაბორატორიული ტესტები და ტექნოლოგიები, მათი გამოყენების აქტუალობა.
და მნიშვნელობა კლინიკურ პრაქტიკაში გვაქვს სატელიტი ასაღები პუნქტები და კურიერული სამსახური საქართველოს დიდ ქალაქებში: ქ.სენაკი, ქ.ზუგდიდი.

სატელიტი ასაღები პუნქტები გაიხსნა ქ. გორში, ქ. ხაშურში და ქ. ბათუმში

სატელიტი ასაღები პუნქტები გაიხსნა ქ. ბათუმში.
განახლდა ტექნოლოგიური ბაზა კლინიკური იმუნოლოგიის დაპარტამენტი VIDAS PC– ფრანგული ბიოტექნოლოგიური ფირმა „bioMerieux” 80-მდე პარამეტრის განსაზღვრის შესაძლებლობა იმუნოლოგიურ და იმუნოქიმიურ მიმართულებას.

განახლდა ტექნოლოგიური ბაზა, კლინიკური ბაქტერიული დეპარტამენტი Bact/Alert ® 3D ფრანგული ფირმის „bioMerieux”.