ტრეინინგი „პრეანალიტიკური ეტაპის მნიშვნელობა, ახალი გამოწვევები და გაიდლაინები“

2020 წლის 4 ივლისს სამედიცინო ცენტრში ,,ციტო” გაიმართა შიდა ორგანიზაციული შეხვედრა – ტრეინინგი „პრეანალიტიკური ეტაპის მნიშვნელობა, ახალი გამოწვევები და გაიდლაინები“.

შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალური ფილიალის, ასევე დედაქალაქის და რეგიონალური ასაღები პუნქტების-“ლაბ ექსპრესის” წარმომადგნლები. შეხვედრაზე დეტალურად იყო განხილული ის ჯაჭვური სისტემა რის მიხედვითაც სამედიცინო ცენტრი ,,ციტო” წლებია ემსახურება თავის პაციენტებს.

შეჯამდა გასული ინტენსიური 6 თვის შედეგები, გადალახული წინააღმდეგობები პანდემიის პირობებში ასევე ის ახალი გამოწვევები, რომლებიც იქნება დაკავშირებული კოვიდ 19-ის შესაძლო მეორე ტალღასთან.

შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიულ ფორმატში. სამედიცინო ცენტრში ,,ციტო” მნიშვნელოვანია გუნდის თითოეული წევრის აზრი და გამოცდილება.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისათვის. შეხვედრა არ გახლავთ ერთჯერადი მსგავსი ტრეინინგები და შეხვედრები კიდევ გაგრძელდება და ხელს შეუწყობს ჩვენი პაციენტებისათვის მიწოდებული სერვისების ხარისხის ამაღლებასა და დახვეწას.

Leave a reply