ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ ინოვაციურ პროდუქტს, რაც გულისხმობს ონლაინ კონსულტაციას სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტთან.

ხელმისაწვდომი, მარტივი და მოსახერხებელი კომუნიკაცია. კონფიდენციალური და უსაფრთხო. გადახდა ხდება წინასწარ, მარტივად, ბარათით. შეტყობინებას და ბმულს მომხმარებელი ღებულობს მობილურზე ტექსტური შეტყობინების სახით.

რას გულისხმობს ონლაინ კონსულტაცია

დისტანციური კონსულტაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს საფუძვლიანი რჩევები მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებული ექიმებისგან. ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობის საშუალებად გამოიყენება ინტერნეტ სივრცე. ისინი ერთმანეთთან საუბრობენ მაღალი ხარისხის ვიდეო და სატელოფონო ზარების მეშვეობით. საიტის მომხმარებელი მის მიერ დასმულ შეკითხვაზე იღებს მყისიერ და ამომწურავ პასუხს. პასუხის მიღება ყველა პროფილის სამედიცინო შეკითხვაზეა შესაძლებელი. სერვისით სარგებლობა ნებისმიერი სქესისა და ასაკის მომხმარებლისთვის ერთნაირად მარტივია.

რა გავითვალისწინოთ ონლაინ კონსულტაციისას

კონსულტაციის დროს სასურველია, როგორც ექიმის ასევე მომხმარებლის მხრიდან გარკვეული სტანდარტის დაცვა. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს შეუფერხებელ და ხარისხიან მომსახურეობას. სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელია ასევე უკვე დაგეგმილი ონლაინ ვიზიტის გადაჯავშნა. მიზეზებად შეგვიძლია განვიხილოთ ტექნიკური გაუმართაობა, ექიმის შეუძლოდ ყოფნა და ა.შ, ასეთ შემთხვევაში ვიზიტის გადატანა ხდება უფასოდ.

  • ონლაინ კონსულტაციის მისაღებად საჭიროა მომხმარებლის რეგისტრაცია

  • რეგისტრაცია