გადამზადების პროგრამა „სამედიცინო ლაბორატორიის ტექნიკოსი“
სამედიცინო ცენტრმა „ციტო“, პროგრამასთან თანამშრომლობა დაიწყო. პარტნიორობის ფარგლებში სამედიცინო ცენტრი „ციტო“ ევროპულ ბიზნეს ასოციასთან (EBA) და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) ერთად სამედიცინო ლაბორატორიის ქვესექტორში არსებული უნარების დეფიციტის აღმოფხვრაზე იმუშავებს.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაინერგა გრძელვადიანი თანამშრომლობის საპილოტე მექანიზმი და პროფესიული საგანმანათლებლო სისტემისთვის შემუშავდა ლაბორანტის პროფესიის ახალი პროგრამა.
თანამშრომლობის მემორანდუმს სამედიცინო ცენტრ „ციტო“-ს დირექტორმა ნათია შავდიამ და პროგრამის დირექტორმა დევიდ ბლოოდმა მოაწერეს ხელი.
სამედიცინო ლაბორატორიის სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ჯანდაცვის მთლიან სისტემაში. Covid 19-ის პანდემიამ აჩვენა პროფესიის გადამწყვეტი მნიშვნელობა და მაღალი ხარისხის ლაბორატორიული მომსახურების აუცილებლობა. თუმცა, შრომის ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა ამ სექტორისთვის დიდი გამოწვევაა. სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრის მოსამზადებლად სამედიცინო ცენტრმა „ციტო“ ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) პარტნიორობითა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიმუშავა გადამზადების პროგრამა „სამედიცინო ლაბორატორიის ტექნიკოსი“ USAID-ის პროგრამის „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით.
პროგრამის მიზანია შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრის გადამზადება, რომელიც იცნობს ლაბორატორიული ტესტირების თანამედროვე ტექნოლოგიებს, მეთოდებს, პრინციპებსა და მარეგულირებელ დოკუმენტაციას. ამავდროულად, შეუძლია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ლაბორატორიული ტესტირების ორგანიზება/ჩატარება, ტესტირების შედეგების ანალიზი.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით, სამედიცინო ლაბორატორიის სფეროში საერთო და დარგობრივი პრობლემები მოგვარდება.
სატრეინინგო კურსი მოიცავს სამ თვეს. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა აკადემიური განათლება ჯანდაცვის, ბიოლოგიისა და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების მიმართულებით.
Leave a reply