ასაკობრივი ფაზები

ადამიანი თავისი ცხვორების მანძილზე განვითარების სხვადასხვა ფაზას გადის. თითოეული მათგანი თავისებურია, თუმცა არის პერიოდი, რომელიც დიდ

გავლენას ახდენს, როგორც პიროვნებაზე, ისე მის გარემომცველ საზოგადოებაზე. “გარდატეხის’ ასაკი”-დამშვიდობება ბავშვობასთან და “დიდი” ადამიანის

როლის მორგება- ყველაზე ჭირვეული, უცნაური, ზოგ შემთხვევებში სხვისთვის  და არც თუ ისე იშვიათად, დროის გავლის შემდეგ საკუთარი თავისთვისას მიუღებელი,

ანდა ღიმილის მომგვრელი.

საზოგადოებაში “გარდატეხის ასაკი” –  ყველაზე სათუთ, ყურადღება მისაქცევ პერიოდად არის ცნობილი, რომელიც აქტიური ფიზიოლოგიური

ძვრებით, საკუთარი “მე”-ს საბოლოო ფორმირებით ხასიათდება. თუმცა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს კიდევ ერთი გარდამავალი პერიოდი, “შემოდგომა”

ასაკში, რასაც ხშირად “ცხოვრების ცვლილებას” უწოდებენ და “კლიმაქტერული პერიოდით” არის ცნობილი.

ბუნებრივი მენოპაუზა ადამინის ცხოვრებისათვის თანმდევი პერიოდია, რომელიც ფიზიკური და ემოციური ცვლილებებით ხასითდება.

 მენოპაუზა   შეიძლება ითქვას არის “ერთი

დღე” ადამიანის ცხოვრებაში, რომლის შემდეგადაც ქალი კარგავს მენსტრულაურ ციკლს. “პერიმენოპაუზის”, “პრემენოპაუზის” პერიოდში კი საკვერცხე

თანდათანობითი კარგავს ფუნქციას, ქვეითდება ესტროგენების დონე სისხლში, ყალიბდება ორგანიზმისთვის აქამდე მიუჩვეველი მდგომაროება, იწყება მზადება მენოპაუზისადმი. პრემენოპაუზა იწყება  40 წლის შემდეგ და

გრძელდება მენოპაუზამდე, რომლიც უხშირესად 50 წლის შემდეგ დგება.

სტატისტკური მონაცემებით ცნობილია, რომ მწეველ ქალებში მენოპაუზა 2ჯერ უფრო ადრე ვლინდება არამწეველ ქალბატონებთან შედარებით.

        მენოპაუზასთან დაკავირებული ცვლილებები ან სიმპტომები, უმთავრესად იწყება მენოპაუზის განვითარებამდე 6 წლით ადრე.

საკვერხცეების ფუნქციის თანდათანობითი დაქვეითება იწვევეს ჰორმონების დონის ფლუქტუაციებს, რაც თავისთავად ფიზიოლოგიური ცვლილებების მიზეზს წარმოადგენს. ესტორგენების დონის თანდათანობითი დაქვეითება ხელს უწობს ორგანიზმის ადაპტაციის

და დისკომფორტიც მინიმალურია, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც კლიმაქტერული პერიოდი მწვავე სიპმტომებით მიმდინარეობს  და სხვადასხვა

დაავადების განვითარების რისკ ფაქტორებით ხასიათდება.

კლიმაქტერული პერიოდისათვის დამახასიათებელი  სიმპტომებია

სიმხურვალის შეგრძნება – ყველაზე ხშირი სიმპტომი, ვლინდება ქალების დაახლოებით 60% და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს  სოციალურ ცხვორებაზე. გამოწვეულია სისხლის უეცარი მომატებული მოდინებით სახის, კისრის, გულმკერდის სისხლძარღვებში. იწყება გულმკერდის არედან და თანდათან გადამოინაცვლებს კისრისკენ, სახისკენ, ხელებისაკენ. შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან 3-4 წუთამდე. ზოგიერთ შემთხვევაში

შეიძლება განვითარდეს გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია), რაც რიგ შემთხვევებში შიშის შეგრძნების განვითარებას იწვევეს.  ხშირია ღამის შეტევები, რაც ადამიანს ნორმალურად ძილის საშუალებას არ აძლევს და  ინსომნიის განვითარების მიზეზს წარმოადგენს. სიმხურვალის შეგრძნების სიხშირე ცვალებადია, რიგ შეიძლება გამოვლინდეს საათში ერთხელაც კი. ქალების უმრვალესობა  სიმხურვლის შეგრძნებას მენოპაუზიდან ორი წლის განმავლობაში შეიგრძნობს, შემდგომ კი ეს სიმპტომები თანდათანობით  იკლებს და საბოლოოდ ქრება. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც სიმხურვალის შეგრძნება  იწყება

მენოპაუზამდე რამდენიმე წლით ადრე და გრძლდება  ათეული წლები მენოპაუზის შემდეგ.

            ხასიათის ცვლილება _ ადვილად აღგზნებადობა, გაღიზიანებადობა, კონცენრტირების  უნარის დაქვეითება, დეპრესიის  განვითარება.    მეხსიერებასთან ასოცირებულიპრობლემები.

        საშარდე სისტემასთან ასოცირებული პრობლემები – ესტროგენების დონის შემცირება იწვევს შარდის ბუშტისა და შარდსადენის კუნთების მოდუნებას

რაც ხშირად უნებლიე შარდვის მიზეზი ხდება განსაკუთრებით კი  სიცილის, ხველების და რიგ შემთხვევებში ვარჯიშის დროსაც კი.

          მენსტრუალური ციკლის ცვლილებები – იცვლება ადრე არსეული მენსტრუალრი ციკლისათვის დამახასიათებელი ნიშნები. მენსტრუაცია უფრო მსუბუქი ან შედარებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, უფრო ხანმოკლე ან უფრო ხანგრძლივია.  იცვლება ტიპიური, აქამადე არსებული სურათი.

          ვაგინალური  “სიმშრალე” – საშოს კედლები  შედარებით მშრალი, თხელი და ნაკლებელასტიური ხდება. ვაგინალური ლუბრიკაციის შემცირება ხშირ შემთხვევაში ტკივილის შეგრძნებას იწვევს სქეობრივი კავშირისას, რაც ხშირად იმის მიზეზია რომ ქალი უარს ამბობს სქესობრივ კავშირზე. საშოს კედლის ანატომიური ცვლილებები

ინფექციების განვითარების და შემდგომი გართულებების განვითარების რისკსაც  ზრდის

პრემენსტრუალური  სინდრომისათვის (პმს) დამახასიათებელი  სიმპტმების მომატება. მიუხედავად იმისა, რომ პერიმენოპაუზასთან  ერთად ქალები

აღნიშნავენ პრემენსტრუალური სინდრომის გამძაფრებას, მენოპაუზა პმს დასასრულია.

          სხეულის და კანის ცვლილებები – ესტროგენების დონის შემცირებასთან ერთად მცირდება კუნთოვანი მასა, შეინიშნება ცხიმოვანი ქსოვილის მომატება კანის კოლაგენის შრე თხლედება და კანი ნაკლებ

ელასტიური ხდება. აღინიშნება ცხიმოვანი ქსოვილის განვითარება და  რიგ შემთხვევაში არასიმეტრიული განლაგება

       კლიმატერულ პერიოდში ესტროგენების დონის შემცირებასთან ერთად აღინიშნება ჯანმრთელობისათვის საშიში ისეთი პათოლოგიების როგორიცაა ოსტეოპოროზი, გულის   იშემიური დაავადება და მათთან ასოცირებული გართულებების განვითარება.

     პერიმენოპაუზის პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული არასახრბიელო შედეგების, დაავადებების და მათთან ასოცირებული გართულებების განვითარების თავიდან აცილების მიზნით სასურველია არ დავაყოვნოთ,  მივაკითხოთ ოჯახისექიმს ან გინეკოლოგს. პროფესიონალი ექიმი თქვენი ანამნეზის მიხედვით და ობიექტური სურათის გათვალისწინებით, ლაბორატორიული მონაცემებზე (ლიპიდური სპექტრი, კალციუმი, კოაგულოგრმა, PAP ტესტი და ა.შ.),  ინსტურმენტულ გამოკვლევებზე (კოლპოსკოპია – საშოსა და საშვილოსნოს ყელის სპეციალური მიკროსკოპის საშულებით დათვალიერება, ექოკარდიოგრაფია, ძვლის დენსიტომეტრია და ა.შ.) დაყრდობით შეიმუშავებს თქვენთვის სასურველ ცხოვრებისეულ რითმს და საჭიროების შემთხევევაში მკურნალობის სქემას. თქვენი ჯანმრთელობის სწორად მართვისათვის  აუცილებელია მიმართოთ მხოლოდ პროფესიონალებს.

შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეიმსუბუქოთ ასაკობრივ ცვლილებებთან ასოცირებული არცთუისე სასიამოვნო სიმპტომები. სამსახურსა და სახლში ეცადეთ შეინარჩუნოთ გრილი ტემპერატურა

დღის განმავლობაში მიიღეთ დიდი რაოდენიბით სითხე. მოერიდეთ კოფეინს    ალკოჰოლს, სპეციებით და განსაკუთრებით კი მარილით მდიდარ საკვებს

მოერიდეთ ცხელ და ჩაკეტილ სივრცეს

მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტენული კალციუმით მდიდარი საკვები (რძის პროდუტები). მიირთვით ნაკლებ ცხიმიანი და ფიტოესტროგენებით მდიდარის საკვები. რაც თქვენს ორგანიზმში ლიპიდური სპექტრის დარეგულირების საშუალებას მისცემს.

        ივარჯიშეთ რეგულარულად, ვარჯიში  ხელს შეუწყობს თქვენი სხეულის წონის კორექციას, გაგიუმჯობესებთ ძილს და შესბამისად ხასიათს დღის განმავლობაში.

        დაანებეთ თავი თამბაქოს, აკონტროლეთ სხეულის მასა და ისწვალეთ სტრესის მართვა. მასაჟი და მედიტაცია ხელს შეუწყობს  არასასურველი სიმპტომების შემცირებას.

       შეისწვალეთ  საკუთარო თავი, ყური დაუგდეთ საკუთარ სხეულსAეს საუკეთესო საშულებაა აკოტროლოთ თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები და საჭრიო

ინფორმაცია გადასცეთ თქვნეს მკურნალ ექიმს, რომ მან მიზანმიმართულად და ეფექტურად წარმართოს თქვენს ორგანიზმში მიმდინარე

პროცესებთან ასოცირებული ცვლილებების  მკურნალობა

       კლიმაქტრულ პერიოდთან ასოცირებულ დისკომფორთან დაკავშირებით შეეცადეთ არ შექმნათ ტრაგედია. ეს გარდაუვალი პერიოდია თქვენს ცხვორებაში, პერიოდი ისეთივე სათუთი და ყურადღებამისაქცევი, როგორც ეს რამდენიმე ათეული წლის წინ იყო, როდესაც თქვენ ყველა გიფრხილდებოდათ და არაორდინალურობა ასაკთან დაკავშირებული ცვლილებებით იყო ახსნილი. ამიტომაც მაქსიმალურად აიყვანეთ თავი ხელში, შეეცადეთ მოიწყოთ კომფორტი. მიიღოთ დადებითი

ემოციები და გახსოვდეთ, რომ მიუხედავად ასაკთან დაკავშირებული ცვილებებისა, შემოდგომის ჰარმონიიის მსგავსად თქვენშია  არაჩვეულბრივი ფერთა გამმა ცხოვერბისეული გამოცდლების და სიცოცხლის შეგრძენბისა, რომლებსაც ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება

Leave a reply