აბორტი

 დილით სასიამოვნო მზის სხივი გაღვიძებთ. ქუჩაში სიჩუმეა, ჰაერი ჯანსაღი. აივანზე გადიხართ, ღრმად ჩაისუნთქავთ და გრძნობთ, რომ სიცოცხლე მშვენიერია, მას მთელი სხეულით შეიგრძნობთ და გსიამოვნებთ. სიცოცხლისადმი სიყვარული  ჯერ კიდევ ჩვენი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, მუცლად ყოფნის პეროდში იწყება, ეტაპზე რომელიც არ გვახსოვს, თუმცა თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდით და ასეთი დაცული, ასეთი თავისუფლი ალბათ არასოდეს ვყოფილვართ. ჩვენ ვარსებობდით უკვე მაშინ, როდესაც ჩვენს შესახებ არავინ არაფერი იცოდა და ჩვენს მოლოდინში იყვნენ, ჩვენ კი ვარსებობდით და თავისებურად აღვიქვამდით ჩვენს მიკროსამყაროს

აბორტი –  სასიკვდილო განაჩენი უკვე არსებული ცოცხალი არსებისათვის და მორალური და ფიზიკური ტრავმა დედის ორგანიზმისათვის.

დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე მარტივი მეთოდების გამოყენებით თავისუფლად არის შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ ის ზიანი, რაც შეიძლება მივაყენოთ ქალის ორგანიზმს ხელოვნური აბორტით და ამავდროულად არ გავანადგუროთ ჩვენთვის უხილავი მიკროსამყარო ცოცხალი არსებისა.

კონტრაცეფცია ყველაზე ეფექტური გზა თავიდან ავიცილოთ არასასურველი ორსულობა.

კონტრაცეფცია არ წარმოდგენს ჩვენი დროის მოვლენას. კონტრაცეფტიული საშუალებები  ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ. 1850 წელს არსებობდა. პირველად ძველ ეგვიპტეში იქნა წარმოდგენილი. გამოიყენებოდა ისეთი საშუალებები როგორიცაა ტამპონი გაჟღენთილი თაფლით, აკაციის ფოთლებისაგან დამზადებული ტამპონი, გამომდინარე იქიდან, რომ აკაციის ფოთლების ფერმენტაციის შედეგად გამოიყოფა რძემაჟავა, რაც თავისთავად “კლავს” სპერმატოზოიდებს.

ძველ რომსა და საბერძნეთში კიდევ უფრო დაიხვეწა კონტრაცეფტიული საშუალებები, პირველად იქნა გამოყენებული  პერორალური კონტრაცეპტივები, გამოიყენებოდა სასმელები, რომლებიც შეიცავდა სპილენძის სულფატს, რკინის სულფატს, ალუმინს.

რენესანსის პერიოდის გამოგონებას წარმოდგენს პრეზერვატივი. პირველად პრეზერვატივის მასალად გამოიყენბოდა ტილო გაჟღენთილი სპეციალური ნივთიერებებით. იმ პერიოდისათვის პრეზერვატივი შეიქმნა, როგორც სქესობრივად გადამდები დაავადებისაგან დამცავი საშუალება, შემდეგ კი პოპულარული გახდა როგორც ჩასახვის საწინაღმდეგო საშუალება.

დღესდღეობით არსებობს კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდი. ბევრი მათგანი წარმოადგენს ძველი იდეების თანამედროვე ვარიანტს.

კონტრაცეფციის სახის არჩევისას ქალმა სასურველია მიმართოს პროფესიონალ ექიმს, რომელიც ინდივიდუალურად, ანამნეზის შეკრებით, ფიზიკური მონაცემების, ცხოვრების სტილისა და რითმის მიხედვით შეარჩევს სათანადო კონტრაცეფციულ საშალებას.

ზოგადად კონტრაცეპტივის არჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს   რამდენიმე ფაქტორი: კონტრაცეპტივი უნდა იყოს ადვილად გამოსაყენებელი, უსაფრთხო ჯანმრთელობისათვის, მაქსიმალურად ეფექტური, ბუნებრივი და ხასიათდებოდეს ნაკლები გვერდითი ეფექტით.

გამოიყენება ჰორმონალური და არა ჰორმონალური კონტრაცეპტიული საშუალებები

არაჰორმონალური კონტრაცეფცია:

•           “ბუნებრივად” ოჯახის დაგეგმარება;

•           ბარიერული მეთოდები;

•           საშვილოსნოშიდა “ზამბარი” ჩადგმა;

•           სტერილიზაცია;

“ბუნებრივად” ოჯახის დაგეგმარება კონტრაცეპციის ყველაზე ბუნებრივი და მარტივი გზა. რეგულარული მენსტრუალური ციკლის არსებობისას კონტრაცეპციის ეს სახე საკმაოდ ეფექტურია (80 _ 98 %).  სასურველია ქალმა აწარმოოს ოვულაციის დღიური 3-6 თვის განმავლობაში. ფერტილური პერიოდი გრძელდება ოვულაციიდან 8-9 დღე.  მიუხედავად იმისა, რომ კვერცხუჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობა  24 საათია გათვალისწინებული უნდა იყოს სპერმატოზოიდის სიცოცხლის უნარიანობა, რომელიც 7 დღეს შეადგენს. წყვილის მიერ იგეგმება სქესობრივი ურთიერთობა რაც ამ მეთოდის ნაკლს წარმოადგენს. Aადამიანის სურვილები ხანდახან დაგეგმარებას არ შეესაბამება.

ბარიერული მეთოდები: ფიზიკური ბარიერის არსებობა, რაც ხელს უშლის სპერმატოიზოიდის კვერცხუჯრედთან შერწყმას.

 ყველაზე მარტივი გამოყენების ბარიერულ მეთოდს წარმოადგენს მამაკაცისა და (ეფექტურია 98 %) ქალის (ეფექტურია 95 %) პრეზერვატივი, რომელიც გარდა კონტრაცეპციისა ეფექტურად გამოიყენება სქესობრივად გადამდები დაავადებების (მაგ. Aაივ ინფეცია, გონორეა, სიფილისი და ა.შ.) პრევენციის მიზნით.  ქვემოთ ჩამოთვლილ ბარიერულ  სხვა მეთოდებს ეს თვისება არ გააჩნია

დიაფგრამის სწორი გამოყენებისას სპერმიციდებან ასოციაციაში ეფექტურობა შეადგენს 92-96 %

სპერმიციდები წარმოდგენილია სხვადასხვა კრემების, გელის, ინტრავაგინალური აბების სახით. შეიცავენ რა ქიმიურ ნივთიერებებს,  სპერმიციდები “კლავენ” სპემატოზოიდებს.

ზემოთ აღნიშნული ბარიერული მეთოდები გამოყენებული უნდა იყოს ყოველი სქესობრივი აქტის წინ, გამონაკლისს წარმოადგენს სპერმიციდული ნივთიერებით დამუშავებული ტამპონის გამოყენება, რომელიც საშოში თავსდება სქესობრივ აქტამდე 6 საათით ადრე  30 საათის გამნავლობაში.  მეტხანს მისი დაყოვნება ზრდის ინფექციის განვითარების რისკს.

 საშვილოსნოშიდა  “ზამბარის “ ჩადგმა ერთერთი გავცელებული კონრტაცეფციის სახე. ტოქსიურად მოქმედებს სპერმატოზოიდებზე და ამავდროულად, ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას საშვილოსნოში. გამოყენებისას ეფექტურია 99 %, საშვლოსნოშიდა “ზამბარის “ გამოყენებამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნადვილად არ ხართ ორსულად, ინფექციის გამორიცხვის მიზნით უნდა გაკეთდეს ლაბორატორიული გამოკვლევები ( PAP-ტესტი და გენიტალური ნახცის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა). საშივლოსნოშიდა “ზამბარი”ს ჩადგმა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და პროფესიონალი ექიმის მიერ, რადგან თავიდან ავიცილოთ გვერდითი ეფექტების განვითარება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ამ პროცედურის შემდეგ აგეღნიშნებათ გახანგრძლივებული მუცლის ტკივილი განსაკუთრებით ქვედა არეში ტემპერატურის მატებით, გამონადენის ან სისხლდენის არსებობა სქესობრივი აქტის შემდეგ,  დაუყოვნებლივ მიმართეთ პროფესიონალ ექიმ გინეკოლოგს.

საშვილოსნოსშიდა “ზამბარი “ს ჩადგმის შემდეგ როგორც წესი რეგულარულად არის საჭირო ექიმ გინეკოლოგთან ვიზიტი პროცედურიდან  6 კვირის შემდეგ და შემდგომ წელიწადში ერთხელ, გართულებების თავიდან აცილების მიზნით

  სტერილიზაცია წარმოადგენს ქირურგიულ ჩარევას, პროცედურა რეკომენდირებულია მხოლოდ მათთვის ვისაც საერთოდ აღარ სურს მომავლში შვილის გაჩენა. მამაკაცების სტერილიზაციის პროცედურას ეწოდება ვაზექტომია და სრულდება ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე. ქალებში კი პროცედურა წარმოებს ზოგადი ნარკოზის ფონზე და წამოებს ფალოპის მილების გადაჭრით ან ბლოკირებით. ალტერნატივას წარმოადგენს ჰისტერექტომია, რომლის შემდეგ ორსულობა მომავალში შეუძლებელია

ჰორმონალური კონტრაცეფციის არჩევისას სასურველია მიაკითხოთ ექიმ გინეკოლოგ -ენდოკრინოლოგს, რომელიც ინდივიდუალურად თქვენთვის შეარჩევს სათანადო ჰორმონალურ პრეპარატს. ჰორმონალური პრეპარატები უნდა მიიღოთ რეგულარულად გრაფიკის მიხედვით და პერიოდულად (განსაკუთრებით  35 წლის შემდეგ) აუცილებელია პროფესიონალი ექიმის (ანგიოლოგი, კარდიოლოგი) კონსულტაციები, შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევების (ჰემოსტაზიოგრამა, კოაგულოგრამა) და ინსტრუმენტული გამოკვლევების (დუპლექსსონოგრაფია) ჩატარება ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან ასოცირებული გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

ენდეთ მხოლოდ პროფესიონალებს.

ცხოვრება მართლაც, რომ მშვენიერია. ნუ გასწირავთ უკვე ჩასახულ სიცოხლეს და თუ მაინც არ გსურთ, რომ თქვენ იყოთ ახალი სიცოცხლის დასაბამი, დაიცავით თავი. დაგეგმეთ თქვენი ცხოვრება ისე, რომ ზიანი არც ჩასახულ არსებას მიაყენოთ და არც საკუთარ თავს.  აბორტით მიყენებული ფიზიკური ტრავმა ხანმოკლეა, სულიერი და მორალური ხანგრძლივად რჩება და ხშირად  თავს გახსენებთ.

Leave a reply