SJ Healthcare - шаблон joomla Окна

კონფიდენციალობის დაცვა
ძვირფასო მომხმარებლებო!

სამედიცინო ცენტრი „ციტო“-ს ვებ-გვერდი ემსახურება მიზანს, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის, მედიცინის სიახლეების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ ისე, რომ ეს პროცესი იყოს თქვენთვის სასარგებლო და ამავდროულად, ადგილი ჰქონდეს პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების დაცვას.

კონფიდენციალობის პოლიტიკის გათვალისწინებით გაგაცნობთ თუ რა ტიპის ინფორმაციის მიღება შეგვიძლია ჩვენ და მესამე მხარეს იმ პერიოდში, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდით, რის შემდგომაც თქვენ მიიღებთ გათვითცნობიერებულ გადაწყვეტილებას.

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ იღებს შემდეგი ტიპის ინფორმაციას:

1. პირადი მონაცემები (მათ შორის, თქვენი ელ–ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი) - მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოისურვებთ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, შეტყობინების გამოგზავნას სხვადასხვა ტიპის რეკლამის მიზნით, შეკითხვის გამოგზავნას და სხვა
2. სერვერის ტექნიკური შესაძლებლობის შესაფასებელ ინფორმაციას
3. ვებ-გვერდზე გადაადგილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, თუმცა ეს არ იქნება ინდივიდუალურად კონკრეტული პიროვნებების მიხედვით.
აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია:
1. ვებ-გვერდზე შემომსვლელთა რაოდენობის ანალიზისა და პირობების გაუმჯობესების ორგანიზებისთვის
2. საჭიროების მიხედვით ახალი პროდუქტის შემუშავებისთვის და მისი კონტროლისთვის
3. სხვადასხვა საფოსტო გზავნილების შეთავაზება მომხმარებლისთვის მისი სურვილიდან გამომდინარე

ნებისმიერი პირადი ხასიათის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ვებ–გვერდის მეშვეობით დაცულია და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე. თუმცა, თუ თქვენ ჩვენი ვებ-გვერდიდან მოისურვებთ სხვა ვებ-გვერდზე გადასვლას ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვეღარ ვიძლევით კონფიდენციალობის დაცვის გარანტიას მესამე პირებისგან თქვენი ინფორმაციის უკანონო გზით მიღებისგან დასაცავად.

ძირითადი ტერმინები

კონფიდენციალობა უკავშირდება პროფესიონალების და ჯანდაცვის სხვა მუშაკებისვალდებულებას არ გაუმხილონ პირის შესახებ ინფორმაცია (ე.წ. მონაცემები) მესამე მხარეს. ის, როგორც წესი, წარმოიქმნებაურთიერთობებში (მაგ. მონაცემთა მენეჯერს ან ექიმსა და პაციენტს შორის), როდესაც აუცილებელია ინფორმაციის გაზიარება მათთვის, ვინც სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა ინფორმირებული.

პერსონალური (ამოცნობადი) ინფორმაცია ანუ ის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის
მიხედვითაცშესაძლებელია კონკრეტული პიროვნების იდენტიფიცირება, მხოლოდ ავტორიზებული პირებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

ავტორიზაცია ნიშნავს, რომ პიროვნებას აქვს ინფორმაციის ნახვის კანონიერი უფლება.მაგალითად, სამედიცინო პერსონალი, კორონერები და კოდის მიმნიჭებლები იმ პირებსწარმოადგენენ, ვინც შეიძლება ჰქონდეს ავტორიზაცია სენსიტიური ინფორმაციის სანახავად

პრივატულობა ეხება ინდივიდუალურ კონტროლს იმაზე, პირადი ინფორმაციის რა ნაწილი და გადაწყვეტილებები შეიძლება ან არ შეიძლება გაეზიაროს სხვებს. მაგალითად, როდესაც ექიმი სინჯავს პაციენტს ან ესაუბრება მას, ეს ხდება არასაზოგადოებრივ სივრცეში, ამიტომ პაციენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ვერ გაიგებს სხვა პირი. ეს ასევე საშუალებას აძლევს ექიმს, რომ პაციენტს პრივატულად მიაწოდოს დიაგნოზი.მონაცემების გავრცელება პაციენტის თანხმობით ხდება.

ავტორიზაცია არის ნებართვის გაცემა კონფიდენციალური ინფორმაციის სანახავად.

კონფიდენციალური პოლიტიკის ცვლილება

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დრო და დრო შევცვალოთ წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა, ხოლო მისი შესწორებული ვერსია განვათავსოთ ვებ–გვერდზე.

ინფორმაცია

  • მისამართი : თბილისი,
  • ზ.ფალიაშვილი #40
  • ელ, ფოსტა : info@cito.ge
  • ტელ 1 : (+995) 32 229-06-71
  • ტელ 2 : (+995) 32 229-06-72

   

სამედიცინო ცენტრი