SJ Healthcare - шаблон joomla Окна

სექტემბერს,სამედიცინო ცენტრმა "ციტო" ჩაატარა კონფერენცია- "ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა ლაბორატორიულ მედიცინაში - თეორიიდან პრაქტიკამდე"

კონფერენცია ემსახურებოდა ლაბორატორიული მედიცინის განვითარებას საქართველოში და მომსახურების ხარისხის ამაღლებას.
კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ საერთაშორისო ბიოტექნოლოგიური ფირმების Randox და Abbott -ის წარმომადგენლები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ექიმი-სპეციალისტები, ლაბორატორიის ხელმძღვანელები,სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერები და რეგიონების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ ბრიტანული კომპანია Randox -ის ხარისხის გარე კონტროლის სქემების "RIQAS "-ის განყოფილების ხელმძღვანელი, Abbott-ის კორპორატიული სერვისების აღმასრულებელი მენეჯერი, სამედიცინო ცენტრ "ციტო"-ს წამყვანი სპეციალისტები, სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს წარმომადგენელი.
წარმატებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია. 

კონფერენციის ფოტოები იხილეთ აქ.

ინფორმაცია

  • მისამართი : თბილისი,
  • ზ.ფალიაშვილი #40
  • ელ, ფოსტა : info@cito.ge
  • ტელ 1 : (+995) 32 229-06-71
  • ტელ 2 : (+995) 32 229-06-72

   

სამედიცინო ცენტრი